საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის მოკლე ბიოგრაფია

გიორგი დოლიძე

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

 

პროფესიული გამოცდილება:

 

2011–2017                           უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

2006-2011                            უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

2005-2006                            ახალი საფრთხეებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსი, უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

2001-2003                            ექსპერტი, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ერთობლივი პროექტი

2000-2001                            ექსპერტი, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია

1997-2000                            ატაშე, მესამე მდივანი, მეორე მდივანი განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველო, სამხედრო პოლიტიკური დეპარტამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

2011 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

2017 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.

 

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.