ა.წ. 26 ივნისს, საქართველოს ელჩმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა წყნარი ოკეანის რეგიონის საკითხებში ავსტრალიის საპარლამენტო მდივანთან, სენატორ მეტ თისტლეთვაიტესთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ავსტრალიასა და აკრედიტაციის ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობების საკითხი და სამომავლო გეგმები.
საქართველოს ელჩმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარების პროცესში ავსტრალიის მტკიცე მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.