საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, აცხადებს კონკურსს ცენტრალური აპარატის შემდეგ 11 დიპლომატიურ ვაკანტურ თანამდებობაზე:
1. პოლიტიკური დეპარტამენტის ატაშე;
2. ამერიკის დეპარტამენტის ლათინური ამერიკისა და და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების სამმართველოს ატაშე;
3. აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის აზიის, ავსტრალიისა და ოკენეთის ქვეყნების სამმართველოს მეორე მდივანი;
4. საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ეუთო-ს სამმართველოს ატაშე;
5. საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ევროსაბჭო-ს სამმართველოს ატაშე;
6. საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის სამმართველოს პირველი მდივანი;
7. საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის სამმართველოს მეორე მდივანი;
8. დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციებთან მუშაობის სამმართველოს ატაშე;
9. საკონსულო დეპარტამენტის ანალიზისა და დაგეგმარების სამმართველოს ატაშე;
10. საკონსულო დეპარტამენტის უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებთან მუშაობის სამმართველოს ატაშე - 2 პოზიცია.
განცხადებების მიღების ვადაა 2014 წლის 13 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით.
ამასთან, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი მოთხოვნები:
1. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია, ფლობს სახელმწიფო ენას, ინგლისურ ენას და მეორე უცხო ენას. ამასთან, კონკურსანტი არ უნდა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი. კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს საკონკურსო მოთხოვნებს და რეზიუმე (განაცხადი) უნდა წარადგინონ მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge ) მეშვეობით;
2. კონკურსი ტარდება 3 ეტაპად:
- პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა; - მეორე ეტაპი - წერითი გამოცდა ასარჩევ უცხო ენაში, ინგლისურ და ქართულ ენებში (თუ კონკურსანტი განათავსებს განაცხადს (რეზიუმეს) რამდენიმე ვაკანსიაზე, შესაძლოა, გახდეს აუცილებელი დამატებითი უცხო ენის წერითი გამოცდის ჩაბარება); - მესამე ეტაპი - გასაუბრება;
ყურადღება!!! ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, თქვენს რეზიუმეში დამატებითი ინფორმაციის ველში აუცილებლად მიუთითოთ ყოველი არჩეული ვაკანსიისთვის ინგლისურის გარდა რომელ უცხო ენაზე დაწერთ წერით გამოცდას;
3. წერით გამოცდაზე მიღებულ ქულათა მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 100-ს, ხოლო მინიმალური ოდენობა - 0-ს. გამსვლელ ქულად ჩაითვლება, თუ გამოსაცდელი კონკურსანტი მოაგროვებს 80 ქულას და მეტს. პრიორიტეტული უცხო ენის წერით გამოცდაში 90 ან მეტი ქულის მიღების შემთხვევაში, ინგლისური ენის გამსვლელი ქულა იქნება 70; (პრიორიტეტული ენებია: არაბული, აზერბაიჯანული, ბერძნული, დანიური, ესპანური, თურქული, იაპონური, იტალიური, ნორვეგიული, პოლონური, პორტუგალიური, სომხური, სპარსული, შვედური, ჩინური, კორეული).
4. ველში - „ჩემი რეზიუმე" - „დამატებითი დოკუმენტაცია" - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს: • სურათი (3 სმX4 სმ); • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. ამასთან, თუ კანდიდატს განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ, დიპლომს უნდა ახლდეს მისი ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; • საკვალიფიკაციო მოთხოვნით განსაზღვრული სავალადებულო სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შრომის წიგნაკის ასლი ან შესაბამისი ცნობები). თუ კანდიდატს სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს საზღვარგარეთ, უნდა აიტვირთოს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ნოტარიულად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად;
5. კონკურსთან დაკავშირებული ყოველი მომდევნო ინსტრუქცია განთავსდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.mfa.gov.ge).
6. დამატებითი ინფორმაციისათვის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში ყოველდღე (არასამუშაო დღეების გარდა), კონკურსის დასრულებამდე პერიოდში დილის 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შემდეგ ტელეფონზე - (+995 32) 2-94-50-00 (შიდა 24-07). (ელ-ფოსტა: personnel@mfa.gov.ge).