ურთიერთობები საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის
საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2010 წლის 29 მარტს დამყარდა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ფიჯიში (რეზიდენციით ქ. კანბერა)
გიორგი დოლიძე - 2017 წლის ნოემბრიდან - დღემდე
ვლადიმერ კონსტანტინიდი 2013 წლის ივნისიდან - 2017 წლის ივნისამდე
ფიჯის ელჩები საქართველოში
პესელი ვუნივაქა ვოსეა 2014 წლის ივნისამდე (რეზიდენციით ქ. ბრიუსელში).
ვიზიტები:
ფიჯიდან საქართველოში:
2012 წლის სექტემბერი - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი ინოკე კუბუაბოლა.
საქართველოდან ფიჯიში:
2010 წლის 25 ნოემბერი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი (ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდის ფარგლებში);
2011 წლის 3-4 ოქტომბერი - საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.
ბმული:
ფიჯის მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდი - www.fiji.gov.fj