ელჩის მოკლე ბიოგრაფია
ბექა დვალი
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
დიპლომატიური რანგი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
დაბადების თარიღი: 1977 წლის 31 ივლისი
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე ნინო ლეჟავა, შვილი ლუკა დვალი
განათლება:
1994-1999 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნის სპეციალობა, მიიღო იურისტის კვალიფიკაცია
2001-2002 - ნიდერლანდების სამეფოს მაასტრიხტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა, მიიღო შედარებითი და ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი
1999-2012 - გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსები საქართველოში და საზღვარგარეთ სამართალმცოდნეობის, სამართალშემოწმედების, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების და კონფლიქტების გადაწყვეტის სფეროებში
დიპლომატიური სამსახური:
1999 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის სტაჟიორი
2000 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს მესამე მდივანი
2000-2002 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს მეორე მდივანი
2002-2004 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსი
2004-2008 - ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი
2008 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრჩეველი
2009 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
2009-2012 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიაში
2.11.2012 - 31.10.2022 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ასევე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. პრეტორია) მოზამბიკის რესპუბლიკაში (16.10.2013-დან), მავრიკის რესპუბლიკაში (6.05.2014-დან), ბოცვანის რესპუბლიკაში (13.06.2014-დან), მადაგასკარის რესპუბლიკაში (9.10.2014-დან), ზამბიის რესპუბლიკაში (18.02.2015-დან), ზიმბაბვეს რესპუბლიკაში (25.02.2016-დან), ნამიბიის რესპუბლიკაში (25.10.2016-დან), ანგოლის რესპუბლიკაში (20.11.2016-დან), ლესოტოს სამეფოში (9.03.2017-დან), ესვატინის სამეფოში (3.08.2017-დან), კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (11.08.2018-დან), მალავის რესპუბლიკაში (9.01.2020-დან).
ნოემბერი - 2022 წელი - დაინიშნა ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს თანამდებობაზე
8 თებერვალი 2023 წელი - გადასცა რწმუნებათა სიგელები ავსტრალიის თანამეგობრობის გენერალ-გუბერნატორს, მის აღმატებულებას გენერალ დეივიდ ჰარლის
აკადემიური საქმიანობა და პუბლიკაციები:
2000-2001 - მიწვეული ლექტორი შედარებით კონსტიტუციურ სამართალში და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში, საქართველოს დამოუკიდებელი დიპლომატიური აკადემია
2000 - მონოგრაფია „სასამართლო ხელისუფლება საზღვარგარეთის ქვეყნებში", შედარებითი კვლევა გამოცემული თბილისში, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით
2001 - „ავსტრალიის სამართლებრივი სისტემა" და „ახალი ზელანდიის სამართლებრივი სისტემა", კრებულში „საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლებრივი სისტემები", გამოცემული თბილისში
2000-2004 - სტატიები/კვლევები კონსტიტუციური სამართლის, გარემოდაცვითი/ეკოლოგიური სამართლის და მედია სამართლის სფეროებში
მშობლიურ ქართულ ენასთან ერთად, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს