საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ავსტრალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი დოლიძემ ავსტრალიის თანამეგობრობაში სამუშაო მისია დაასრულა

ავსტრალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი დოლიძემ სამუშაო მისია დაასრულა ავსტრალიის თანამეგობრობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, გაიმართა მისი გამოსამშვიდობებელი შეხვედრები ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორთან, მის აღმატებულება დევიდ ჰარლისთან, ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი თანამდებობის პირებთან, ასევე გადაფარვის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან. შეხვედრებისას აღინიშნა ურთიერთობების მაღალი დონე და განხილულ იქნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.