Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია საქართველოს და ახალ ზელანდიას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის შესახებ

2024 წლის 27 სექტემბერს, ახალ ზელანდიის დედაქალაქ ველინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა დეპარტამენტების დირექტორების დონეზე. ქართული მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე ნალბანდოვმა, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა, ბექა ჩხეიძემ და ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბექა დვალმა. ახალი ზელანდიის მხრიდან კონსულტაციებ უძღვებოდა ტერიტორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, როდნი ჰარისი.

 

კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ახალ ზელანდიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. საუბრებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის, ასევე, თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით.

 

სევე, განხილულ იქნა სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ აზია-ოკეანეთში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები.

 

ქართულმა მხარემ ახალ ზელანდიელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

საქართველოს საგარეო უწყების დელეგაციის წევრები, ასევე, შეხვდნენ ახალი ზელანდიის წამყვანი ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს, კერძოდ, საერთაშორისო საქმეთა ახალი ზელანდიის ინსტიტუტის მმართველი საბჭოს წევრს ენდრიუ ვირზბიცკის და ახალი ზელანდიის სტრატეგიული კვლევების ცენტრის მკვლევარებს პროფესორ რობერტო რაბელს და მარიონ კროშოუს.