ინფორმაცია საქართველოს ელჩის ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინის მერთან შეხვედრის თაობაზე
2025 წლის 29 აპრილს, ახალ ზელანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა (რეზიდენციით ქ. კანბერა, ავსტრალია) გაცნობითი შეხვედრა გამართა ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინის მერთან, ბატონ ჟიულ რადიჩთან.