საკონსულო ოლქის შემოვლა ქალაქი სიდნეი
2023 წლის 9 აპრილს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩომ სამხრეთ უელსის შტატის საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში ქ. სიდნეიში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე საკონსულო მომსახურება გაუწია. სამხრეთ უელსში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ ქ. კანბერაში ჩასვლის გარეშე განაცხადი საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პირადობისა და პასპორტის ასაღებად შეეტანათ.