2017 წლის 21 ნოემბერს საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ახალი ზელანდიის გენერალ-გუბერნატორს, მის აღმატებულება ქალბატონ პატსი რედის. ცერემონია ველინგტონში, მთავრობის სახლში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ახალი ზელანდიის სოფლის მეურნეობის მინისტრი, დამიენ ო’კონორი, ასევე, საგარეო და ვაჭრობის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლები, ელჩის მეუღლე და საქართველოს საელჩოს მრჩეველი.
სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში წარმოთქმულ სიტყვაში, გენერალ-გუბერნატორი მიესალმა ახალ ზელანდიასა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და გამოხატა თავისი მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის თანამშორმლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.