საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2022 წლის 1 ნოემბრიდან ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა ბექა დვალი

საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 7 ოქტომბრის №07/10/06 განკარგულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა ბექა დვალი. საქართველოსა და ავსტრალიაში შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ 2023 წლის 10 იანვარს ბექა დვალი ჩამოვიდა  ავსტრალიის თანამეგობრობის დედაქალაქ კანბერაში. 2023 წლის 12 იანვარს მან რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ავსტრალიის თანამეგობრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსს.