საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის ბიოგრაფია
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაცია
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
ტრეფიკინგი
e-Visa
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა
მისამართი და მიღების საათები
ორმხრივი ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და ტუვალუს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სოლომონის კუნძულებს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველოს აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი წარმატება საგარეო პოლიტიკაში და ამისთვის ყველა თქვენგანს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო-დავით ზალკალიანი ქართველ დიპლომატებს
ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ მსოფლიოს 73 ქვეყანაში ქართულ დიპლომატიას ემსახურება ასობით პროფესიონალი და ქვეყნის პატრიოტი, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში, თავდაუზოგავად შრომობენ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წინსვლისა და წარმატებისთვის - იქნება ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, მსოფლიოში საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცება, ქართული კულტურის, ტრადიციების, ტურისტული, ბიზნეს პოტენციალის პოპულარიზაცია თუ სხვა.
„მე, როგორც დიპლომატიური ოჯახის წევრმა, კარგად ვიცი, თუ რამდენი შრომა და ძალისხმევაა საჭირო საერთაშორისო ასპარეზზე თუნდაც მცირე წარმატების მისაღწევად, შესაბამისად ჩვენ ყველა ერთად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, მაქსიმუმს ვაკეთებთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.დღეს საქართველოს იცნობენ, როგორც ევროპული სივრცის განუყოფელ ნაწილს, სანდო და საიმედო პარტნიორს და ჩვენ გვაქვს ამბიცია 2024 წელს ოფიციალურად გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე - ეს, სხვა სტრატეგიულ მიზნებთან ერთად, უახლოეს წლებში ქართული დიპლომატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა“-აცხადებს დავით ზალკალიანი.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დიპლომატია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამავე დროს კომპლექსური პროფესიაა, განსაკუთრებით, დღევანდელ სამყაროში, სადაც დიპლომატიური საქმიანობის ტრადიციული წესები და მოქმედების არეალი სრულიად შეცვლილია და დიპლომატიური სამსახური აბსოლუტურად ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე დგას.
„ დღეს საქართველოს არის ნატოს ასპირანტი, ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი, რეგიონში წარმატებული სახელმწიფო უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფის გაზრდილი როლითა და ფუნქციებით, მდიდარი კულტურით და ინოვაციური შესაძლებლობებით. სწორედ ქართული დიპლომატიის ძალისხმევის შედეგად, რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველოს აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი წარმატება საგარეო პოლიტიკაში და ამისთვის ყველა თქვენგანს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო“-ნათქვამია დავით ზალკალიანის მისალოც სიტყვაში.
3 ნომებერს, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნება, რომელიც 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტის, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაწესდა.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი