ახალი სამხრეთ უელსის შტატის მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19 ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაურესების საშიშროებიდან გამომდინარე, ქ. სიდნეიში, ასევე, ცენტრალურ სანაპიროზე, ქ. ვულონგონგსა და “Blue Mountain”-ში ბრუნდება გარკვეული შეზღუდვები.
დღეს, 6 მაისის 17:00 სთ-დან, 3 დღის განმავლობაში, ქ. სიდნეისა და ზემოთჩამოთვლილ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის:
- სავალდებულო ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში (საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილები) პირბადის ტარება;
- იზღუდება სტუმრების მიღების რაოდენობა, 20 პირამდე;
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.nsw.gov.au/covid-19
საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს თვალყური ადევნონ და დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის რეგულაციებს.
☎ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +61 416 861 219