საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის ბიოგრაფია
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაცია
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
ტრეფიკინგი
e-Visa
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა
მისამართი და მიღების საათები
ორმხრივი ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და ტუვალუს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სოლომონის კუნძულებს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დედა ენის დღესთან დაკავშირებით აცხადებს კონკურსს - „ქართული კალიგრაფია“
საზღვარგარეთ, ქართულ დიასპორაში ეროვნული იდენტობის და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, სამშობლოსთან მათი კავშირის გაღრმავების ხელშეწყობის, ახალგაზრდა თაობაში ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დედა ენის დღესთან დაკავშირებით, გეგმავს ღონისძიებებს. მსოფლიოში არსებული გლობალური პანდემიის გათვალისწინებით, დედა ენის დღის აღნიშვნის ღონისძიებათა დასკვნითი ნაწილი, დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენელთა მონაწილეობით, მიმდინარე წლის 14 აპრილს, დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
დედა ენის დღის ფარგლებში, ჩატარდება კონკურსი „ქართული კალიგრაფია“, რომლის მიზანია ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია ჩვენს თანამემამულეებში, ხელით წერის კულტურის განვითარება და მოზარდთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებსა და უცხოეთში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. კონკურსი ჩატარდება ერთ ტურად. მონაწილეობის მსურველებმა, მიმდინარე წლის 11 აპრილის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ კალიგრაფიულად შესრულებული მცირე ზომის ტექსტი, მხატვრული ესსე - „ჩემი ენა ქართული“, რომელიც ასახავს კონკურსანტის დამოკიდებულებას მშობლიური ენის მიმართ. მონაწილეებმა შესრულებული ხელნაწერის სკანირებული ასლი უნდა წარმოადგინონ სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ელექტრონულ მისამართზე:
diaspora@mfa.gov.ge
მონაწილეთა ნამუშევრები შეფასდება ორ კატეგორიაში: საუკეთესო კალიგრაფიული ნაშრომი და საუკეთესო ესსე. ორივე კატეგორიაში კონკურსი ჩატარდება ერთ ტურად და გამოვლინდება სამ-სამი გამარჯვებული. კონკურსში მონაწილეთა ასაკი არ არის შეზღუდული. ნამუშევარზე უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ასაკი, ქალაქი, ქვეყანა, საკვირაო სკოლის მოსწავლის შემთხვევაში, სკოლის დასახელება, საკონტაქტო მონაცემები.
ენის კონკურსის გარდა, სასურველია საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეების მიერ მომზადდეს და ამავე ელექტრონულ მისამართზე გამოიგზავნოს 15-20 წამიანი ვიდეო რგოლი, რომელშიც მოზარდები მოკლედ, საკუთარი ინტერპრეტაციით, მშობლიური ენის მნიშვნელობის ხაზგასმით, საქართველოს მიულოცავენ დედა ენის დღეს.
ღონისძიებაში ჩართულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც 14 აპრილს გაიმართება, გამოვლინდებიან კონკურსის გამარჯვებულები. ამავე დღეს მოეწყობა ვირტუალური ექსკურსია იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ იაკობ გოგებაშვილის მემორიალურ ნივთებს, ყოფით და ეთნოგრაფიულ მასალას, ი. გოგებაშვილის ნაშრომებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების პირველ გამოცემებს.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი