საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სამხრეთ ავსტრალიის შტატში მცხოვრებ თანამემამულეთა საყურადღებოდ!

სამხრეთ ავსტრალიის შტატში მცხოვრებ თანამემამულეთა საყურადღებოდ!

სამხრეთ ავსტრალიის შტატის მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19  ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, შტატი ე.წ. lockdown-ზე გადადის.

შეზღუდვების განხორციელება დღეს, 18 ნოემბრის 11:59 საათიდან დაიწყება და 6 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. 

კორონავირუსით დაწესებული 6 დღიანი შეზღუდვების მიხედვით:

-         იზღუდება სახლიდან გასვლა (სახლის დატოვება შესაძლებელია ოჯახიდან მხოლოდ 1 პირისთვის, გადაუდებელი საჭიროების მიზნებისთვის);

-         იხურება სასწავლო დაწესებულებები - სკოლები და უნივერსიტეტები;

-         იხურება პრაქტიკულად ყველა დაწესებულება, მათ შორის, კაფეები და ბარები, გარდა გადაუდებელი საჭიროების ობიექტებისა (სასურსათო მაღაზიები, ბენზინ-გასამართი სადგურები და სხვა);

-         იზღუდება დაგეგმილი სამედიცინო ოპერაციები (გარდა გადაუდებელი ოპერაციებისა);

-         6 დღის განმავლობაში აკრძალული იქნება შემდეგი რიტუალები: ქორწილები და დაკრძალვები;

-         იკრძალება რეგიონული მოგზაურობა;

-         იკრძალება სახლის გარეთ სავარჯიშოდ გასვლა;

-         სავალდებულო ხდება ღია სივრცეში პირბადის ტარება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ

https://www.covid-19.sa.gov.au/

საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს თვალყური ადევნონ და დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს.  

საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +61 416 861 219