საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის ბიოგრაფია
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაცია
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
ტრეფიკინგი
e-Visa
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა
მისამართი და მიღების საათები
ორმხრივი ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და ტუვალუს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სოლომონის კუნძულებს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩატარდა
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ცესკო-სთან, რათა საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლების რეალიზაცია, კერძოდ კი, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ დღეს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობის პროცედურების დაზუსტებას დაეთმო.
მინისტრის მოადგილის თქმით, დღევანდელი დღის მონაცემებით, საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების ყველა პირობა არსებობს.
როგორც ხათუნა თოთლაძემ ხაზგასმით აღნიშნა, დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია, რომ საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე.
საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრისა. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უფასოა. ამასთან საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი შეუძლია გადაამოწმოს შემდეგ ვებგვერდზე:
https://www.geoconsul.gov.ge
.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია, სამი გზით:
1. დისტანციურად, ვებ-გვერდის
www.geoconsul.gov.ge
საშუალებით, რა დროსაც მოქალაქე ავსებს შესაბამის ანკეტას ელექტრონულად, საელჩოსა თუ საკონსულოში გამოცხადების გარეშე.
2. საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადებით.
3. საფოსტო გზავნილის მეშვეობით, საელჩოსთვის/საკონსულოსთვის მატერიალური ფორმით დოკუმენტების გაგზავნის გზით .
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, თუ ამომრჩეველი ვერ აღმოაჩენს თავის პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. მათ შორის ყველაზე პრაქტიკული და მარტივია, დისტანციურად, www.geoconsul.gov.ge-ზე ელექტრონული განაცხადის გაკეთება.
„ წინა საპრეზიდენტო არჩევნების პრაქტიკიდან და დღესაც გვაქვს უკვე ამგვარი მაგალითები, ვაწყდებით შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეები განზრახ შეყავთ შეცდომაში, თითქოს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა რთული პროცესია და მოითხოვს აუცილებლად საელჩოში ან საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადებას. იმისათვის, რომ მიგიღოს კონსულმა წინასწარ უნდა ჩააწერო სიაში, რომლიც უკვე შევსებულია და მხოლო ნოემბრის თვეში ადგილები თავისუფალი და სხვა. ამის საპასუხოდ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია დისტანციურად და პირადი გამოცხადება საელჩოსა თუ საკონსულოში მხოლოდ მოქალაქის სურვილზე დამოკიდებული“, - განაცხადა თოთლაძემ.
მისი თქმით, გაუთვალისწინებელი პრობლემური სიტუაციის თავიდან არიდების მიზნით, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფმა მოქალაქეებმა უნდა გადაამოწმონ აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი, საკონსულო დეპარტამენტის ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge-ზე შექმნილ სპეციალურ პლათფორმაზე.
2020 წელს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს შექმნის არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისათვის, შესაბამისად ამ ეტაპზე არ არის ცნობილი თუ რამდენი საარჩევნო უბანი გაიხსნება საზღვარგარეთ, რადგან 10 ოქტომბრის ჩათვლით აქტიურად მიმდინარეობს მოქალაქეთა საარჩევნო მიზნებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება. 11 აგვისტოს მონაცემებით საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება 52702 საქართველოს მოქალაქე.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი