საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის ბიოგრაფია
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაცია
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
ტრეფიკინგი
e-Visa
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა
მისამართი და მიღების საათები
ორმხრივი ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და ტუვალუს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სოლომონის კუნძულებს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ონლაინ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
2020 წლის 7 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად, მასპინძლობს ონლაინ საერთაშორისო კონფერენციას „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი“ ბერლინიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, ლონდონიდან და პარიზიდან მაღალი დონის ოფიციალური პირებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
ღონისძიება იმართება რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით. კონფერენციაზე მოწვეული მაღალი დონის სტუმრები შეაფასებენ რუსეთ-საქართველოს ომის გრძელვადიან ნეგატიურ გავლენას ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე, საუბარი შეეხება ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ გარემოს, მონაწილეების იმსჯელებენ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში მშვიდობის უზრუნველყოფისათვის ევროპის აღმოსავლეთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.
კონფერენცია ჩატარდება ორ სესიად. პირველ პანელს გახსნის საგარეო საქმეთა მინისტრი
დავით ზალკალიანი,
რის შემდეგაც სიტყვით გამოვლენ აშშ-ის კონგრესმენი, წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე,
ადამ კინზინგერი;
ევროპარლამენტის წევრი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი,
მარინა კალიურანდი
;
გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, ალიანსი 90/მწვანეების წევრი,
მანუელ სარაცინი;
და საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ირაკლი ბერაია
. პირველ პანელზე დისკუსიას მოდერირებას გაუწევს აშშ-ის სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის პროგრამის დირექტორი,
ჰეზერ კონლი.
მეორე პანელზე კი მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მთავარი მომლაპარაკებელი,
ლაშა დარსალია
; გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამეფო ინსტიტუტის (RUSI) უსაფრთხოების საერთაშორისო კვლევების დირექტორი,
ნილ მელვინი;
საფრანგეთის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტის პოლიტიკური კვლევის ცენტრის გენერალური მდივანი, „ევრაზია პერსპექტივის“ დამფუძნებელი,
ფლორან პარმანტიე;
გერმანიის კორბერის ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის დირექტორი,
ლიანა ფიქსი
. მეორე პანელს მოდერაციას გაუწევს „ახალი ევროპელების“ დირექტორი, „რუსეთის მონიტორის“ მთავარი რედაქტორი,
ოლივიე ვედრინი.
ღონისძიების პირდაპირი ტრანსლირება განხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
YouTube
-ის და
Twitter
-ის გვერდებზე.
სინქრონული ქართული თარგმანით ღონისძიების ხილვა შესაძლებელი იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
Facebook
-ის გვერდზე.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი