საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის ბიოგრაფია
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაცია
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
ტრეფიკინგი
e-Visa
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა
მისამართი და მიღების საათები
ორმხრივი ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და ტუვალუს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სოლომონის კუნძულებს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
2020 წლის 12 მაისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის წევრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. ქართული მხრიდან შეხვედრას უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.
ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა გლობალური პანდემიის დროს რუსეთის მიერ გააქტიურებულ პროვოკაციებზე, საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის მორიგ შემთხვევებზე, მათ შორის, სოფელ ტახტისძირთან, ასევე მოსკოვის ჰიბრიდული ომის ტაქტიკასა და მიზანმიმართულ დეზიფორმაციაზე საქართველოს წინააღმდეგ. აღინიშნა, რომ რუსეთის დესტრუქციული მოქმედებები მიმართულია ადგილზე ვითარების შემდგომი დესტაბილიზაციისკენ მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება პანდემიის დამარცხებისკენაა მიპყრობილი.
შეხვედრაზე ვრცლად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელების პირობებში. აღინიშნა, რომ ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. ყურადღება გამახვილდა გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე. ქართულმა მხარემ კვლავ დაადასტურა მზაობა კონსტრუქციული ჩართულობის გაგრძელებაზე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის სათანადო ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების აღმოჩენის კუთხით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების როლს საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანისა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის კუთხით.
ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციების ქმედითი ჩართულობის აუცილებლობას საოკუპაციო ხაზზე უკანონო პროვოკაციების შეწყვეტის უზრუნველყოფისთვის.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ძალისხმევას ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესების ხელშესაწყობად.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი