საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ახალ ზელანდიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

ახალ ზელანდიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 27 აპრილის 23:59 სთ-დან ახალი ზელანდია გადასულია განგაშის მე-3 დონეზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ორი კვირის განმავლობაში (11 მაისამდე) შენარჩუნდება.

განგაშის მე-3 დონეზე:

 - ნებადართულია განცალკევებით მცხოვრები ახლო ოჯახის წევრის მონახულება, თუმცა  რეკომენდაცია სახლებში დარჩენაზე, თუ ეს არ წარმოადგენს გადაუდებელ საჭიროებას (მაგ: პროდუქტების და მედიკამენტების შეძენა, სამსახური, ვარჯიში და ა.შ.), კვლავ ძალაში რჩება.

 -  ძალაში რჩება შეზღუდვა მოგზაურობაზე. გამონაკლის შემთხვევებში, ნებადართულია ქვეყნის შიგნით, რეგიონიდან-რეგიონში გადაადგილება, თუმცა მხოლოდ ერთჯერადად და ერთი მიმართულებით (მაგალითად, რეგისტრაციის ადგილზე დასაბრუნებლად).

 - შეზღუდულად აღდგება სასწავლო და ბიზნეს დაწესებულებების ფუნქციონირება -   მთავრობის რეკომენდაცია დისტანციურ სწავლასა და მუშაობაზე კვლავ ძალაში რჩება.

მე-3 დონით გათვალისწინებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://covid19.govt.nz/alert-system/alert-level-3/

 

საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს თვალყური ადევნონ და დაემორჩილონ ახალი ზელანდიის მთავრობის მიერ გაცემულ რეგულაციებს.   გთხოვთ, ასევე, გაითვალისწინოთ, რომ რეგულაციები ექვემდებარება ხშირ ცვლილებებს!

  საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +61 416 861 219