საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის ბიოგრაფია
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაცია
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
ტრეფიკინგი
e-Visa
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა
მისამართი და მიღების საათები
ორმხრივი ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და ტუვალუს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სოლომონის კუნძულებს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
2020 წლის 23 აპრილს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ქართული მხარის ინიციატივით ა.წ. 17 აპრილს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესთან დაკავშირებით იმსჯელეს
მუდმივი საბჭოს სხდომა პირველად გაიმართა COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული რამდენიმეკვირიანი შესვენების შემდეგ.
ქართულმა მხარემ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეეზღუდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან წვდომა.
განცხადებაში აღინიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში, მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია გამიზნულად ცდილობს ადგილზე ვითარების ესკალაციას და უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავებას. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმი გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებენ კონფლიქტით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მწვავე ჰუმანიტარული შედეგები. საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გადასასვლელების დაკეტვას და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას უკვე ემსხვერპლა ცხინვალის რეგიონში მცხოვრები არაერთი ადამიანი, რომელთაც აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით არ მიეცათ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა.
ქართულმა მხარემ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
აღსანიშნავია, რომ ქართულმა მხარემ თავის განცხადებაში ასევე დაგმო ა.წ. 22 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, აზერბაიჯანის, ნორვეგიისა და უკრაინის წარმომადგენლებმა.
გამომსვლელებმა გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დელეგაციებმა დაგმეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ „ბორდერიზაციის“ განახლება და ხაზი გაუსვეს ამ პროცესის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ეს ქმედებები უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს და აფერხებს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის საჭირო ძალისხმევას, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის პირობებში.
აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკავშირისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ უკანონოდ ცნობენ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და მათ შედეგებს.
დელეგაციებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების, ჰუმანიტარულ და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობას.
გამომსვლელებმა მოუწოდეს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი