საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ახალი ზელანდიის სატრანზიტო ზონაზე

ახალი ზელანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კვლავ შეეძლებათ ისარგებლონ ახალი ზელანდიის სატრანზიტო ზონით (ქ. ოკლენდიდან), საკუთარ ქვეყნებში დასაბრუნებლად. ახალი ზელანდიის სატრანზიტო ზონა 2020 წლის 26 მარტიდან იყო დახურული.

ხსენებული რეგულაციის პარალელურად, ტრანზიტით მოსარგებლე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელშეწყობის მიზნით, ახალი ზელანდიის სატრანზიტო ვიზის ქონის სავალდებულო მოთხოვნა დროებით უქმდება.

ახალი ზელანდიის სატრანზიტო ზონის ხელახლა გახსნის გადაწყვეტილებას, გარკვეული პირობები ახლავს თან, რაც გამოიხატება შემდეგში:

საპასუხო ტრანზიტული დაშვებები (Reciprocal Transit Arrangements)

პარტნიორ მთავრობებს მოეთხოვებათ საკუთარ ტერიტორიებზე საპასუხო ტრანზიტის ორგანიზება ახალი ზელანდიის მოქალაქეებისთვის. ხსენებული საკითხი მთავრობებს შორის ვერბალური ნოტების ურთიერთგაცვლით უნდა მოგვარდეს.

ტრანზიტით მოსარგებლე მგზავრები ვალდებულნი არიან

-         დარჩნენ სატრანზიტო ზონაში;

-         ქონდეთ მაქსიმუმ 10 საათიანი სატრანზიტო ფანჯარა შემდეგ გასამგზავრებელ ფრენამდე (10 საათზე მეტი ფანჯრის შემთხვევაში მგზავრები არ დაიშვებიან ახალი ზელანდიის სატრანზიტო ზონაში);

-         არ ქონდეთ კორონავირუსის სიმპტომები (განსაკუთრებით ცხელება);

-         არ იყვნენ კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი;

-         არ იყვნენ კორონავირუსზე ტესტის პასუხის მოლოდინში;

-         ქონდეთ ავიაკომპანიის თანხმობა მოგზაურობაზე, მათ შორის თანხმობა საკუთარი ქვეყნის მიერ მიღებაზე;

-         წარმოადგინონ ავია-ბილეთები სრულ მოგზაურობაზე (კომერციული ფრენის შემთხვევაში);

-         უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ ორგანიზებული სარეპატრიაციო ფრენის შემთხვევაში, წარმოადგინონ მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ აქვთ გარანტირებული ადგილი საჰაერო ხომალდში.

დამატებითი ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია

https://www.beehive.govt.nz/release/managed-transit-allows-stranded-travellers-get-home