კორონავირუსის (COVID-19) სწრაფი გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ახალ ზელანდია 24 მარტიდან გადადის განგაშის მე-3 დონეზე, ხოლო 25 მარტის 23:59 სთ-ზე განგაშის მე-4 დონეზე, რაც გულისხმობს ქვეყნის სრულ იზოლაციას.
განგაშის მე-4 დონე, ქვეყანაში ოთხი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება და საჭიროების შემთხვევაში გაგრძელდება.
განგაშის მესამე და მეოთხე დონეზე გასათვალისწინებელია:
- ახალი ზელანდიის მასშტაბით დაიხურება დაწესებულებები, რომლებიც არ წარმოადგენენ განსაკუთრებულ საჭიროებას - ბარები, კაფეები, რესტორნები, სავარჯიშო დარბაზები, კინოთეატრები და სხვა;
- საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების მუშაკებისთვის;
- დაიხურება სკოლები და სხვა სასწავლო დაწესებულებები;
- სამსახურები გადავლენ დისტანციურ მუშაობაზე (გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურებისა)
- მოქალაქეებს მოეთხოვებათ სახლებში დარჩენა;
- შეიზღუდება გადაადგილება;
განგაშის მესამე და მეოთხე დონეებზე არ შეიზღუდება:
სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბანკების, ბენზინ გასამართი სადგურების ფუნქციონირება.
საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს თვალყური ადევნონ და დაემორჩილონ ახალი ზელანდიის მთავრობის მიერ გაცემულ რეგულაციებს. გთხოვთ, ასევე, გაითვალისწინოთ, რომ რეგულაციები ექვემდებარება ხშირ ცვლილებებს!
☎ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +61 416 861 219