კორონავირუსის (COVID-19) მასიური გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ავსტრალიის მთავრობის მიერ 2020 წლის 19 მარტს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების ავსტრალიაში შესვლის შეზღუდვა 2020 წლის 20 მარტს, ადგილობრივი დროით 21:00 სთ-ზე ამოქმედდება.
შეზღუდვები შეეხება უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს.
შეზღუდვები არ გავრცელდება ავსტრალიის მოქალაქეებზე, მუდმივი ბინადრობის მქონე პირებზე და მათი ახლო ოჯახის წევრებზე.
კვლავ ძალაში რჩება რეგულაცია, რომლის მიხედვითაც უცხოეთიდან ავსტრალიაში დაბრუნებულ ავსტრალიის მოქალაქეებსა და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებს მოეთხოვებათ სავალდებულო 14 დღიანი თვითიზოლაცია.
https://www.homeaffairs.gov.au/news-media/current-alerts/novel-coronavirus?fbclid=IwAR0Jw9VG4rxc-QihYFLzVkk6w30GQC6yWqB51rbhQvM0QZ49ATvecGFjxF0