საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! ინფორმაცია COVID-19 გამო, დაწესებული შეზღუდვების თაობაზე

ბოლო პერიოდში გავრცელებული კორონავირუსის (COVID-19) გამო, ავსტრალიისა და საქართველოს საელჩოს გადაფარვის ქვეყნების მთავრობების მიერ გამკაცრებულ იქნა სამოგზაურო და ქვეყანაში შესვლის რეგულაციები.  

საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ფიჯის რესპუბლიკაში, ვანუატუში, სოლომონის კუნძულებზე, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში და, ზოგადად, წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში მოგზაურობამდე, ახლოს გაეცნონ შესაბამისი მთავრობების მიერ გაცემულ რეგულაციებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით გამკაცრებულ ზომებთან დაკავშირებით.

გთხოვთ, ასევე, გაითვალისწინოთ, რომ რეგულაციები ექვემდებარება ხშირ ცვლილებებს!

საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ავსტრალიაში საქართთველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +61 416 861 219

 

 

ავსტრალია:

ავსტრალიის მთავრობის მიერ 2020 წლის 19 მარტს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების ავსტრალიაში შესვლის შეზღუდვა 2020 წლის 20 მარტს, ადგილობრივი დროით 21:00 სთ-ზე ამოქმედდება.

შეზღუდვები შეეხება უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს.

შეზღუდვები არ გავრცელდება ავსტრალიის მოქალაქეებზე, მუდმივი ბინადრობის მქონე პირებზე და მათი ახლო ოჯახის წევრებზე, ასევე, ახალი ზელანდიის მოქალაქეებზე, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ავსტრალიაში;

27 მარტის 23:59სთ-დან, ავსტრალიაში ჩამოსული ნებისმიერი პირი, სახელმწიფო სამსახურების მიერ ავტომატურად გადაყვანილ იქნება 14 დღიან კარანტინში, სპეციალურად გამოყოფილ სასტუმროებსა და სხვა დაწესებულებებში.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც ავსტრალიაში ლეგალურად იმყოფებიან, უნდა შეიტანონ განაცხადი ვიზის გაგრძელებაზე, მოქმედი ვიზის ვადის ამოწურვამდე. იხილეთ აქ: https://immi.homeaffairs.gov.au/visas/visa-about-to-expire/stay-longer

ტრანზიტით მოსარგებლე მგზავრთათვის:

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, 24 მარტის დღის 12 საათიდან, 48 საათი აქვთ, რათა მხოლოდ ახალი ზელანდიიდან ტრანზიტით მოახერხონ თავიანთ ქვეყნებში დაბრუნება, ავსტრალიის აეროპორტების მეშვეობით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ტრანზიტი იქნება შესაძლებელი მხოლოდ სასაზღვრო ძალების კომისრის თანხმობის საფუძველზე.

ავსტრალიის მთავრობის 2020 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, გარკვეული ცვლილებები შევიდა რეგულაციებში  ავსტრალიის დროებითი ვიზების საფუძველზე ქვეყანაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

მუშაობის უფლების მქონე ავსტრალიის დროებითი ვიზების (temporary visa holders with work rights) საფუძველზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობას, ამიერიდან საშუალება ექნებათ ისარგებლონ ავსტრალიის სამთავრობო საპენსიო ფონდში (superannuation) დაგროვილი თანხებით.

უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად ავსტრალიაში დროებითი ვიზების საფუძველზე იმყოფებიან და თავად ვერ უზრუნველყოფენ ფინანსურ კეთილდღეობას, რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყნებში.

ცვლილებები შეეხება ავსტრალიის დროებითი ვიზების შემდეგ კატეგორიებს:

ვიზიტორის ვიზა (მაქსიმუმ სამი თვის ვადით)

ხსენებული კატეგორიის ვიზების მფლობელებმა, ძირითადად ტურისტებმა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვონ ავსტრალიის ტერიტორია!

სტუდენტური ვიზა

უცხოელმა სტუდენტებმა, კორონავირუსის კრიზისის პერიოდში, ავსტრალიაში დარჩენისთვის, უნდა შეძლონ საკუთარი თავის უზრუნველყოფა ოჯახებიდან მიღებული დახმარებით, ნახევარგანაკვეთიანი სამსახურით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან საკუთარი დანაზოგით.

ხსენებული პირობების არარსებობის შემთხვევაში, ავსტრალიის მთავრობა მოუწოდებს უცხოელ სტუდენტებს განიხილონ საკუთარ ქვეყნებში დროებით დაბრუნების შესაძლებლობა.

დროებითი სამუშაო ვიზა (Temporary Skilled Visa)

ავსტრალიის დროებითი სამუშაო ვიზის საფუძველზე მყოფ უცხოეთის იმ მოქალაქეებს, რომელთა სამუშაო დამსაქმებლის მიერ კორონავირუსის გამო დროებით შეჩერდა (არ იქნა დათხოვილი სამსახურიდან), საშუალება მიეცემათ აქამდე არსებული რეგულაციებით გააგრძელონ საკუთარი ვიზები. აღნიშნული ვიზების მფლობელებს, მიმდინარე წელს, ასევე, წვდომა ექნებათ საპენსიო ფონდის საკუთარ თანხებთან 10.000 ავსტრალიურ დოლარამდე.

ავსტრალიის დროებითი სამუშაო ვიზის საფუძველზე მყოფმა უცხოეთის იმ მოქალაქეებმა, რომლებიც კორონავირუსის გამო დათხოვნილ იქნენ სამსახურებიდან, 60 დღის განმავლობაში უნდა მოძებნონ ახალი დამსაქმებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მოუწევთ ავსტრალიის დატოვება.  

Working Holiday Visa

ხსენებული კატეგორიის ვიზის საფუძველზე ავსტრალიაში მყოფ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც დროებით დასაქმებულები არიან სასიცოცხლო მნიშვნელობის პუნქტებში (მაგალითად, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა), 6 თვეზე მეტ ხანს მიეცემათ მუშაობის უფლება და შესაბამისად, გაუგრძელდებათ ვიზებიც.

ხსენებული კატეგორიის მფლობელ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მომდევნო 6 თვის განმავლობაში თავად ვერ შეძლებენ ფინანსურ უზრუნველყოფას, მოუწევთ ავსტრალიის დატოვება.

რეგულაციებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია:

https://minister.homeaffairs.gov.au/davidcoleman/Pages/Coronavirus-and-Temporary-Visa-holders.aspx

 

ვსტრალიაში ყოფნისას გასათვალისწინებელია, რომ:

 

საერთაშორისო საკრუიზო გემებს 30 დღის ვადით ეკრძალებათ ავსტრალიის პორტების გამოყენება.

ავსტრალიის მასშტაბით აკრძალულია მასობრივი თავშეყრის ღონისძიებები. დაუშვებელია 2-ზე მეტი პირის თავშეყრა როგორც დახურულ, ასევე, ღია სივრცეში. სოციალური დისტანცირების ეს რეგულაცია არ ვრცელდება ოჯახის წევრებსა და სამუშაო ადგილებზე.

სახლის დატოვება რეკომენდირებულია მხოლოდ:  სურსათისა და მედიკამენტების შესაძენად, სავარჯიშოდ (2 ადამიანზე გათვლილი სოციალური დისტანცირების წესის დაცვით); სამუშაო და სასწავლო მიზნებისთვის - იმ შემთხვევაში, თუ ამის გაკეთება დისტანციურად შეუძლებელია.

ავსტრალიის მთავრობა, მოსახლეობას „სოციალური დისტანციის“ (მაგალითად, ხელის ჩამორთმევისგან თავის შეკავება) დაცვისკენ მოუწოდებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://www.health.gov.au/news/health-alerts/novel-coronavirus-2019-ncov-health-alert

https://www.homeaffairs.gov.au/news-media/current-alerts/novel-coronavirus

 

 

ახალი ზელანდია:


კორონავირუსის (COVID-19) მასიური გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ახალი ზელანდიის მთავრობის მიერ 2020 წლის 19 მარტს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.

 2020 წლის 20 მარტიდან ქვეყანაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ:

-          ახალი ზელანდიის მოქალაქეებისათვის;

-          ახალი ზელანდიის მუდმივი ბინადრობის მქონე პირთათვის და მათი უახლოესი ოჯახის წევრებისათვის. უახლოეს ოჯახის წევრს უნდა ჰქონდეს ვიზა და აუცილებლად მგზავრობდეს ახალი ზელანდიის მოქალაქის ან ბინადრობის მქონე პირის თანხლებით.

-          ავსტრალიის მოქალაქეებისთვის და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებისთვის, რომელთა მუდმივი საცხოვრებელი არის ახალ ზელანდიაში. დამატებით, ავსტრალიის მოქალაქეებსა და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებს და მათი უახლოეს ოჯახის წევრებს, უფლება აქვთ ტრანზიტით გავიდნენ ახალი ზელანდიიდან ავსტრალიაში.

გარდა ამისა, გამონაკლისი შეიძლება დაიშვას შემდეგ შემთხვევებში (თითოეული შემთხვევა განხილული იქნება ცალკე):

-          ჰუმანიტარული მიზეზები

-          ჯანდაცვის სფეროსა და პირველადი საჭიროების მუშაკები

-          სამოასა და ტონგას მოქალაქეები, რომელთაც პირველად საჭიროებისათვის სჭირდებათ ახალ ზელანდიაში შესვლა

-          მოკლევადიანი ვიზის მქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ახალ ზელანდიაში მცხოვრებ პირებს (ვინც ამჟამადაც ახალ ზელანდიაში იმყოფება), ასევე, სტუდენტური ვიზის ან დროებითი სამუშაო ვიზის მფლობელის პარტნიორი ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირები.

 

მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული ახალი ზელანდიის ტრანზიტით მოსარგებლე მგზავრებისთვის. იხილეთ აქ: https://www.immigration.govt.nz/about-us/covid-19/coronavirus-update-inz-response

კვლავ ძალაში რჩება რეგულაცია, რომლის მიხედვითაც უცხოეთიდან ახალ ზელანდიაში დაბრუნებულ ახალი მოქალაქეებსა და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებს მოეთხოვებათ სავალდებულო 14 დღიანი თვითიზოლაცია.

ახალი ზელანდიის „ჯანდაცვის ხაზი": +64 800 358 5453.


ახალ ზელანდიაში ყოფნისას გასათვალისწინებელია, რომ: 

კორონავირუსის (COVID-19) სწრაფი გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ახალ ზელანდია 24 მარტიდან გადადის განგაშის მე-3 დონეზე, ხოლო 25 მარტის 23:59 სთ-ზე განგაშის მე-4 დონეზე, რაც გულისხმობს ქვეყნის სრულ იზოლაციას.განგაშის მე-4 დონე, ქვეყანაში ოთხი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება და საჭიროების შემთხვევაში გაგრძელდება.


ყურადღება! - 2 აპრილის რეგულაციით, ახალ ზელანდიაში ჩარჩენილ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების საშუალება მიეცემათ, რათა მათ მოახერხონ საერთაშორისო აეროპორტებში მისვლა. საერთაშორისო პორტებად, გამოყოფილია ქ. ოკლენდისა და ქ. ქრაისთჩერჩის საერთაშორისო აეროპორტები.

აღნიშნულის მიუხედავად, საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების მიზნით საერთაშორისო აეროპორტებში მისასვლელად, ახალ ზელანდიაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები უნდა დაემორჩილონ და ზედმიწევნით შეასრულონ ქვეყნის განგაშის მე-4 დონით გათვალისწინებული შემდეგი რეგულაციები: 

·       უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ თვითიზოლაციის ადგილსამყოფელის დატოვება ნებადართულია მხოლოდ საერთაშორისო აეროპორტამდე მისვლის მიზნით;

·       შიდა ფრენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 24 საათისა საერთაშორისო რეისის განხორციელებამდე;

·       თვითიზოლაციის ადგილსამყოფელის დატოვებამდე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს უნდა გააჩნდეს საერთაშორისო რეისის ბილეთი;

·       უცხო ქვეყნის მოქალაქე არ უნდა უნდა იყოს COVID-19-ით ინფიცირებული, ან უნდა წარმოადგინოს ექიმის ცნობა ვირუსისგან გამოჯანმრთელებაზე;

·       უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ უნდა ჰქონდეს COVID-19-ის სიმპტომები;

·    უცხო ქვეყნის მოქალაქე არ უნდა იყოს COVID-19-ის ტესტის პასუხის მოლოდინში;

·       უცხო ქვეყნის მოქალაქე არ უნდა იყოს COVID-19-ით ინფიცირებული დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტი;

·       უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ უნდა ქონდეს მოგზაურობის ისტორია უკანასკნელი 14 დღის მანძილზე.

ის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ ზემოხსენებულ კრიტერიუმებს, ვერ დატოვებენ ახალ ზელანდიას.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://www.immigration.govt.nz/about-us/covid-19/coronavirus-update-inz-response?fbclid=IwAR3S7-XEmGQpyHaS95ipOc4YUpDBoK1nXMSsfiEB6wuEyTLI5K8wkTPRyqk

https://www.health.govt.nz/our-work/diseases-and-conditions/covid-19-novel-coronavirus

მთავრობის 7 აპრილის გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კვლავ შეეძლებათ ისარგებლონ ახალი ზელანდიის სატრანზიტო ზონით (ქ. ოკლენდიდან), საკუთარ ქვეყნებში დასაბრუნებლად. ახალი ზელანდიის სატრანზიტო ზონა 2020 წლის 26 მარტიდან იყო დახურული.

ხსენებული რეგულაციის პარალელურად, ტრანზიტით მოსარგებლე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელშეწყობის მიზნით, ახალი ზელანდიის სატრანზიტო ვიზის ქონის სავალდებულო მოთხოვნა დროებით უქმდება.

ახალი ზელანდიის სატრანზიტო ზონის ხელახლა გახსნის გადაწყვეტილებას, გარკვეული პირობები ახლავს თან, რაც გამოიხატება შემდეგში:

საპასუხო ტრანზიტული დაშვებები (Reciprocal Transit Arrangements)

პარტნიორ მთავრობებს მოეთხოვებათ საკუთარ ტერიტორიებზე საპასუხო ტრანზიტის ორგანიზება ახალი ზელანდიის მოქალაქეებისთვის. ხსენებული საკითხი მთავრობებს შორის ვერბალური ნოტების ურთიერთგაცვლით უნდა მოგვარდეს.

ტრანზიტით მოსარგებლე მგზავრები ვალდებულნი არიან

-         დარჩნენ სატრანზიტო ზონაში;

-         ქონდეთ მაქსიმუმ 10 საათიანი სატრანზიტო ფანჯარა შემდეგ გასამგზავრებელ ფრენამდე (10 საათზე მეტი ფანჯრის შემთხვევაში მგზავრები არ დაიშვებიან ახალი ზელანდიის სატრანზიტო ზონაში);

-         არ ქონდეთ კორონავირუსის სიმპტომები (განსაკუთრებით ცხელება);

-         არ იყვნენ კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი;

-         არ იყვნენ კორონავირუსზე ტესტის პასუხის მოლოდინში;

-         ქონდეთ ავიაკომპანიის თანხმობა მოგზაურობაზე, მათ შორის თანხმობა საკუთარი ქვეყნის მიერ მიღებაზე;

-         წარმოადგინონ ავია-ბილეთები სრულ მოგზაურობაზე (კომერციული ფრენის შემთხვევაში);

-         უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ ორგანიზებული სარეპატრიაციო ფრენის შემთხვევაში, წარმოადგინონ მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ აქვთ გარანტირებული ადგილი საჰაერო ხომალდში.

დამატებითი ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია

https://www.beehive.govt.nz/release/managed-transit-allows-stranded-travellers-get-home

ახალი ზელანდიის მთავრობის 20 აპრილის გადაწყვეტილებით,  ახალი ზელანდია განგაშის მე-4 დონეზე 27 აპრილის 23:59 სთ-მდე დარჩება, რის შემდეგაც ქვეყანაში განგაშის მე-3 დონე ამოქმედდება

27 აპრილის 23:59 სთ-დან ახალი ზელანდია გადავიდა განგაშის მე-3 დონეზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ორი კვირის განმავლობაში (11 მაისამდე) შენარჩუნდება.
განგაშის მე-3 დონეზე გადასვლით, ახალი ზელანდიის მოქალაქეებისთვის ყოველდღიური ცხოვრება თვალსაჩინოდ არ შეიცვლება, თუმცა გაცილებით მეტი ადამიანი დაუბრუნდება საკუთარ სამუშაო ადგილს. ასევე, გარკვეულწილად შემსუბუქდება სოციალური დისტანცირების ნორმები,
მე-3 დონით გათვალისწინებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://covid19.govt.nz/alert-system/alert-level-3/

სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფო:

 

სამოას მთავრობის გადაწყვეტილებით:

1.       ქვეყნის ტერიტორიაზე ჩასული ყოველი მგზავრი სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

2.       სამოას საზღვრის გადაკვეთამდე, მგზავრები ვალდებული არიან შეავსონ შესაბამისი სამედიცინო დეკლარაციის ფორმა.

 

სამოას მთავრობამ გაამკაცრა ქვეყანაში შესვლის პროცედურები, რომელიც 2020 წლის 19 მარტიდან შევიდა ძალაში.

ახალი შეზღუდვები მოიცავს შემდეგს:

1.       ავსტრალიიდან, ჩინეთიდან, ჰონგ-კონგიდან, მაკაოდან, იაპონიიდან, სინგაპურიდან, ტაილანდიდან, კორეის რესპუბლიკიდან, იტალიიდან, ირანიდან, ქუვეითიდან, ტაივანიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, ბაჰრეინიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან, კანადიდან, მალაიზიიდან, დანიიდან, ჩეხეთიდან, საბერძნეთიდან, ისლანდიიდან, ლუქსემბურგიდან, ნიდერლანდებიდან, ნორვეგიიდან, ყატარიდან, შვედეთიდან, შვეიცარიიდან, აშშ-დან, გაერთიანებული საემიროებიდან, გაერთიანებული სამეფოდან მომავალ მგზავრებს, სამოას საზღვარზე, მოეთხოვებათ  5 დღით განმავლობაში გაკეთებული კორონავირუსის ტესტის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა, რომელიც უნდა გამორიცხავდეს პირის დაინფიცირებას (COVID-19 დაინფიცირებული პირები, არ დაიშვებიან ქვეყნის ტერიტორიაზე);

2.       ზემოხსენებული ქვეყნებიდან მომავალმა მგზავრებმა, სამოაში შესვლამდე, 14 დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ უკანასკნელი გამომგზავრების ქვეყანაში და ამავდროულად, უნდა წარმოადგინონ იქ აკრედიტებული ექიმის მიერ გამომგზავრებამდე 3 დღის განმავლობაში გაცემული ცნობა. პირი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს წარმოდგენილ მოთხოვნებს, არ დაიშვება სამოაში;

3.       გარდა ჩამოთვლილი ქვეყნებიდან, სამოაში მომავალი ნებისმიერი მგზავრი, მათ შორის, სამოას მოქალაქე, ვალდებულია წარმოადგინოს გამომგზავრების ქვეყნაში აკრედიტებული ექიმის მიერ 3 დღის განმავლობაში გაცემული სამედიცინო ცნობა;

4.       ყოველი მგზავრი ვალდებულია გაიაროს სამოას აეროპორტებში მოქმედი სამედიცინო შემოწმება;

5.       ჩარტერული რეისებისა და საკრუიზო გემების დაშვება სამოას ტერიტორიაზე აკრძალულია გაურკვეველი ვადით.

 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთhttps://www.health.gov.ws/

 


სოლომონის კუნძულები:

 

სოლომონის კუნძულების მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 მარტიდან:

1. შეჩერებულია უცხოეთის მოქალაქეების სოლომონის კუნძულებზე დაშვება  (რეგულაცია არ ეხება მხოლოდ ავტორიზებულ სახელმწიფო მოსამსახურეებს, რომელთა დაშვება შეთანხმებულია ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან).

2. სოლომონის კუნძულების მოქალაქეები, ქვეყანაში შესვლის შემდეგ ვალდებულნი არიან დაექვემდებარონ 14 დღიან თვითიზოლაციას.

3. რეგულაციების დარღვევამ, შესაძლოა, გამოიწვიოს პირის დაკავება, ან დეპორტაცია.

 

4. სოლომონის კუნძულებზე მოქმედი გემები და ავიახაზები ვალდებული არიან აცნობონ ხომალდზე არსებული დაავადებული მგზავრის/ების შესახებ.

5. გემებისათვის დროებით ერთადერთ მისადგომ პორტებად განისაზღვრა ჰონიარა და ნორო. გემებს, რომლებიც მოემართებიან „შეზღუდული და ინფიცირებული ქვეყნებიდან“ მხოლოდ 14 დღის შემდეგ მიეცემათ გადმოსხმის უფლება, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსით ინფიცირება არ დაფიქსირდება.

6. საკრუიზო გემები დაიშვებიან სოლომონის კუნძულების განსაზღვრულ პორტებში მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილების შედეგად (ყოველი საკრუიზო გემის პორტში შეშვების გადაწყვეტილება განხილულ იქნება განცალკევებულად). 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთhttp://ndmo.gov.sb/index.php/disaster-alerts-warnings/274-covid-19-solomon-islands-customs-directives

 


ვანუატუს რესპუბლიკა:

 

ვანუატუს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 20 მარტიდან:

 - ვანუატუს რესპუბლიკაში შეჩერებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღება;

 - ვანუატუს ტერიტორიაზე, გამონაკლისის სახით, შესაძლოა დაშვებულ იქნან ადგილზე აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვანუატუს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. გადაწყვეტილება ძალაშია ახალ გაფრთხილებამდე; 

 - 24 მარტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, გაურკვეველი ვადით, სრულად ჩერდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა.

 

ვანუატუმ 60 დღის ვადით შეწყვიტა საკრუიზო გემების, იალქნიან ხომალდებისა და სხვა საერთაშორისო გემების მიღება. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://www.facebook.com/mofaicet/?__tn__=kCH-R&eid=ARA4jsSrtmgNJi21wZo2Sk6leGC5Y3RrYyyoxFeUOy6rOchv6wETo1_En7pOkRrFgDFkBws261Zg7LHx&hc_ref=ARS_HbE3xY1UXzwIycF66GQRNAYNvtjvS6PjZEIywulCQdcaj5ThGSeZ7pB2H1RQ5lw&fref=nf

https://www.facebook.com/Health-Promotions-Vanuatu-1674266679566197

 


ფიჯის რესპუბლიკა

 

იჯის მთავრობამ საგრძნობლად გაამკაცრა ქვეყანაში შესვლის რეგულაციები.

 

1.       ყოველი მგზავრი, ფიჯიში შესვლამდე ვალდებულია შეავსოს შესაბამისი სამედიცინო დეკლარაციის ფორმა.

2.       მგზავრები, ფიჯის ტერიტორიაზე შესვლისას, გაივლიან სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას.

 

ფიჯის მთავრობის 19 მარტის გადაწყვეტილებით:

 

-          2020 წლის 20 მარტიდან ფიჯის საზღვრები დაკეტილია ყველა იმ უცხოეთის მოქალაქისთვის, რომელიც ფიჯიში შესვლამდე 14 დღით ადრე იმყოფებოდა (თუნდაც ტრანზიტით) ჩინეთის ძირითად ტერიტორიაზე, ირანში, კორეის რესპუბლიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში და ევროპის ყველა ქვეყანაში.

 

-          2020 წლის 20 მარტიდან ფიჯიში შესულ ნებისმიერ პირს მოეთხოვება სავალდებულო 14 დღიანი თვითიზოლაცია.

 

ფიჯიმ 60 დღის ვადით შეწყვიტა საკრუიზო გემების, იალქნიან ხომალდებისა და სხვა საერთაშორისო გემების მიღება. 

ფიჯის ეროვნულმა ავიახაზებმა “Fiji Airways” მ/წლის მაისის ბოლომდე შეწყვიტა კომერციული საერთაშორისო ფრენები ნადი-სინგაპურის მიმართულების გარდა, რომელიც შეზღუდული გრაფიკით განხორციელდება.  მოცემულ პერიოდში, ავიაკომპანია ”Fiji Airways”, საერთაშორისო რეისებს, მხოლოდ ფიჯის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით განახორციელებს, არსებული მოთხოვნის შესაბამისად.

 

 

ადგილობრივი ჯანდაცვის ცხელი ხაზი: +679 2219905

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

http://www.health.gov.fj/

https://www.fiji.gov.fj/Media-Centre/Announcements 

https://www.facebook.com/foreign.affairs.fiji/

 


ტონგის სამეფო

2020 წლის 3 თებერვლიდან ტონგის მთავრობამ გაამკაცრა ქვეყანის ტერიტორიაზე შესვლის პროცედურები.

ტონგის მთავრობის 16 მარტის გადაწყვეტილებით:

 - ნებისმიერმა მგზავრმა ტონგაში ჩასვლისას უნდა წარმოადგინოს შევსებული „ჯანმრთელობის საჯარო დეკლარაციის ბარათი“.

 - ჩინეთიდან, იტალიიდან, კორეის რესპუბლიკიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, აშშ-იდან, შვეიცარიიდან, ნიდერლანდებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, დანიიდან, შვედეთიდან, ნორვეგიიდან, იაპონიიდან, ბელგიიდან, ავსტრიიდან, ბაჰრეინიდან, სინგაპურიდან, ავსტრალიიდან, მალაიზიიდან, ჩეხეთიდან, სლოვენიიდან, პორტუგალიიდან, ფინეთიდან, ისრაელიდან, ქუვეითიდან, საბერძნეთიდან, ეგვიპტიდან, ერაყიდან, ირლანდიიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ინდოეთიდან, ესტონეთიდან, ლიბანიდან, ტაილანდიდან, ინდონეზიიდან, სან მარინოდან, ფილიპინებიდან, რუმინეთიდან, პოლონეთიდან, საუდის არაბეთიდან, ისლანდიიდან, ყატარიდან, ირანიდან, კანადიდან, ბრაზილიიდან  მომავალი ან ამ ქვეყნების ტრანზიტით მოსარგებლე მგზავრებისათვის სავალდებულოა მესამე ქვეყანაში (და არა ჩამოთვლილ ქვეყნებში) 14 დღიანი თვითიზოლაცია, რის შემდეგადაც მათ უნდა მიიღონ დასტური, რომ არ არიან ინფიცირებული და მხოლოდ ამის შემდეგ ექნებათ ტონგაში შესვლის უფლება.

 - 2020 წლის 19 მარტის შემდგომ არცერთი საერთაშორისო საკრუიზო გემი და იალქნიანი ხომალდი არ დაიშვება ტონგაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://www.smartraveller.gov.au/destinations/pacific/tonga

 


პაპუა ახალი გვინეა

COVID-19 გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, პაპუა ახალი გვინეის მთავრობას გამკაცრებული აქვს ქვეყანაში შესვლის რეგულაციები.

-          შეწყვეტილია უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საზღვარზე ვიზების გაცემა. პაპუა ახალი გვინეის ვიზების მიღება მხოლოდ ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით ხორციელდება.

-          ჩინეთის ძირითადი ტერიტორიიდან, ირანიდან, იაპონიიდან, კორეის რესპუბლიკიდან და იტალიიდან მიმავალი მგზავრები არ დაიშვებიან ქვეყნის ტერიტორიაზე.

-          გაერთიანებული სამეფოდან, მერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან (გარდა იტალიისა) მომავალ მგზავრებს მოეთხოვებათ პაპუა ახალი გვინეის გარეთ 14 დღიანი თვითიზოლაციის გავლა და აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთის საზღვარზე წარდგენა.

-          22 მარტიდან, ორი კვირის ვადით, შეჩერებულია ფრენები ჰონგ-კონგიდან, ფილიპინებიდან, ქ. ნარიტადან (იაპონია), ქ. სიდნეიდან (ავსტრალია), ქ. ჰონიარადან (სოლომონის კუნძულები) და ნადიდან (ფიჯი).

-           „კონტროლირებული“ ფრენები (ანუ საკარანტინო პროცედურებით) შენარჩუნდება მხოლოდ ქ. ბრისბენიდან (ავსტრალია), ქ. ქერნსიდან (ავსტრალია) და სინგაპურიდან.

-          პაპუა ახალი გვინეის პორტები აღარ მიიღებენ საკრუიზო გემებს, რომლებსაც 15-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავთ. ქვეყანაში მოქმედი პორტებია:  Port Moresby, Madang, Lae  და  Kokopo).

-          პაპუა ახალ გვინეასა და ინდონეზიას შორის სახმელეთო საზღვარი დაკეტილია.



9 აპრილის რეგულაციით, ქვეყანაში შესვლა ეკრძალება ნებისმიერ პირს (მათ შორის, პაპუა ახალი გვინეისა მოქალაქეს) ქვეყნის საგანგებო მდგომარეობაზე პასუხისმგებელი კომისრის ნებართვის გარეშე.

პაპუა ახალი გვინეაში დაბრუნებულ ქვეყნის მოქალაქეებს, მთავრობის მიერ სპეციალურად გამოყოფილ დაწესებულებებში სავალდებულო კარანტინის მოხდა მოუწევთ. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ, სავალდებულო კარანტინის თანხების დაფარვა, საკუთარი ფინანსებით უნდა უზრუნველყონ.

 

კირიბატი

29 მარტიდან, კირიბატიში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

უცხოეთიდან კირიბატიში ჩამსვლელ ყველა პირს (კირიბატის მოქალაქეების ჩათვლით), მოეთხოვება იმ ქვეყანაში 14 დღიანი კარანტინი გავლა იმ ტრანზიტულ ქვეყანაში, სადაც არ არის დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევა.