საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ავსტრალიაში მცხოვრებ თანამემამულეთა საყურადღებოდ!

ავსტრალიაში მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებასთან დაკავშირებით, ახალი სამხრეთ უელსის (NSW), ვიქტორიის (VIC) და სამხრეთ ავსტრალიის შტატებში (SA), მოსალოდნელია ხანძრის კერების კიდევ უფრო გაფართოება და ვითარების საგრძნობი გაუარესება. 

შექმნილ მძიმე და უპრეცენდენტო მდგომარეობასთან დაკავშირებით, ახალი სამხრეთ უელსის შტატში 2020 წლის 3 იანვრიდან მძვინვარე ტყის ხანძრების და ჰაერის ტემპერატურის საგრძნობლად მატების გამო, გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 7 დღის განმავლობაში შენარჩუნდება!

ტყის ხანძრების გამო, ვიქტორიის შტატში, 2020 წლის 2 იანვრიდან გამოცხადებულია „სტიქიური უბედურების“ მდგომარეობა!

გთხოვთ, თვალყური ადევნოთ და გაითვალისწინოთ ადგილობრივი სამსახურების რჩევები!

მოერიდეთ ქვეყნის შიგნით მგზავრობას და გადაადგილებას, განსაკუთრებით ახალი სამხრეთ უელსის შტატის სამხრეთ სანაპიროზე, Bateman’s Bay-დან Wonboy-მდე  და ვიქტორიის შტატის შემდეგ რეგიონებში: East Gippsland Shire, Mansfield Shire, Wellington Shire, Wangaratta Rural Shire, Towong Shire, Alpine Shire, Mt Buller, Mt Hotham and Mt Sterling alpine.

გთხოვთ, დარჩეთ დიდ ქალაქებსა და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში!  

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://www.rfs.nsw.gov.au/fire-information/emergency-information

https://www.cfa.vic.gov.au/warnings-restrictions/warnings-and-incidents

https://www.cfs.sa.gov.au/site/home.jsp

ჩამოტვირთეთ სახანძრო სამსახურის მობილური აპლიკაცია: Fires Near Me

თვალყური ადევნეთ შტატების სახანძრო სამსახურის რჩევებს სოციალურ მედიაში!

გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის დარეკეთ: 000

ტყის ხანძრების საინფორმაციო ხაზი: 1800 679 737

დაგვიკავშირდით საქართველოს საელჩოში ამოქმედებულ ცხელ ხაზზე:  0416 861 219