26.11.2019 - საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ, ქ. კანბერაში შეხვედრა გაიმართა ავსტრალიის ვიქტორიის შტატის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელთან, მარკ სტოუნთან. შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ვიქტორიის შტატის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ბიზნეს სექტორების დაახლოებას.