საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის ბიოგრაფია
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაცია
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
ტრეფიკინგი
e-Visa
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა
მისამართი და მიღების საათები
ორმხრივი ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და ტუვალუს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სოლომონის კუნძულებს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის კომენტარი საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით
"უკიდურესი შეშფოთების საგანია ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა, რაც სრულ იზოლაციაში აქცევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ქმნის ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისის გამოწვევის საფრთხეს.
საოკუპაციო რეჟიმის ეს უკანონო გადაწყვეტილება უხეშად ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ზღუდავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და წვდომას საკუთარ კარ-მიდამოზე. საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვა გაურკვეველი ვადით კრიტიკულ ჰუმანიტარულ პირობებს ქმნის ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის და აბრკოლებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ვითარების დეესკალაციისაკენ მიმართულ ძალისხმევას საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
აღნიშნული წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილს, სხვადასხვა აგრესიული ქმედებებითა და პროვოკაციებით მოახდინოს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაცია.
მსგავს დესტრუქციულ ამოცანებს ემსახურება აგრეთვე საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მდებარე მაღლობის დაკავება, იქ ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ნიშნის განთავსება და ე.წ. საგუშაგოს განლაგებისთვის სამუშაოების დაწყება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას და მის საოკუპაციო რეჟიმს ცხინვალში, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პროვოკაციული მოქმედებები და უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად.
საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს, ქართულმა მხარემ საკითხი ასევე დასვა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, ეუთოს მუდმივ საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა ქმედითი ჩართულობის თხოვნით. საკითხი კიდევ ერთხელ განხილული იქნება მომავალ ორშაბათს თანათავმჯდომარეებთან საგარეო უწყებაში დაგეგმილ შეხვედრაზე. ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან და ვიყენებთ ყველა ხელთ არსებულ ბერკეტს, რათა შესაძლებელი გახდეს უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი