საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლაშა დარსალიამ დიპლომატიურ კორპუსს წამების წინააღმდეგ კომიტეტის (CAT) წევრთა არჩევნებში საქართველოს კანდიდატურა წარუდგინა

23.07.2019 თბილისი - ლაშა დარსალიამ დიპლომატიურ კორპუსს წამების წინააღმდეგ კომიტეტის (CAT) წევრთა არჩევნებში  საქართველოს კანდიდატურა - თინათინ უფლისაშვილი წარუდგინა.

დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა წარდგენილი კანდიდატურის მაღალ კვალიფიკაციასა და მის მიერ წამების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ წარმატებულ საქმინობას, როგორც საქართველოში ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

თინათინ უფლისაშვილმა თავის მხრივ დიპლომატიურ კორპუსს გააცნო  კომიტეტის ფუნქციონირებასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული ხედვა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს  მხარდაჭერის თხოვნით მიმართა.  

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო  საქართველოს მთავრობის მიერ წამების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს და მიღწეულ პროგრესს.   

CAT-ის წევრთა არჩევნები გაიმართება წევრ სახელმწიფოთა მე-17 შეხვედრის ფარგლებში 2019 წლის 3 ოქტომბერს, ქ. ჟენევაში.