საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის ბიოგრაფია
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაცია
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
ტრეფიკინგი
e-Visa
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა
მისამართი და მიღების საათები
ორმხრივი ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და ტუვალუს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სოლომონის კუნძულებს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
ლაშა დარსალია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებიზე ესაუბრა
20.05.2019 ქ. თბილისი - 2019 წლის 20 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაში თემაზე „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“.
მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების, განსაკუთრებით კი ქალების უსაფრთხოებისა და ფუნდამენტური უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე, რომლებსაც საქართველოს დელეგაცია მუდმივად სვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებას, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, მავთულხლართებითა და ხელოვნური ბარიერებით საოკუპაციო ხაზის გამაგრებას, უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს. აქცენტი გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფისა და ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტებზე. აღინიშნა აგრეთვე თამარ მეარაყიშვილის საკითხი. ლაშა დარსალიამ ვრცლად ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციასა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართულ ნაბიჯებზე. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის აუცილებლობაზე.
ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილემ მოლაპარაკებების ფარგლებში ხელშესახები პროგრესის ვერ მიღწევის მიზეზად დაასახელა რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულობა, თავი აარიდოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრას.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ცენტრალურ თემას წარმოადგენდა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა აქტიური ჩართულობისა და კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა პრობლემებზე ფოკუსირების მნიშვნელობა, რაც ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა ადგილზე ინკლუზიური და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
აღნიშნული შეხვედრა გაიმართა „ქალებზე, უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე“ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ემსახურებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა პრიორიტეტებისა და საჭიროებების გათვალისწინებას. ღონისძიება განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანაორგანიზებით და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი