საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის ბიოგრაფია
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაცია
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
ტრეფიკინგი
e-Visa
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა
მისამართი და მიღების საათები
ორმხრივი ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და ტუვალუს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სოლომონის კუნძულებს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორული ორგანიზაციების პროექტების დაფინანსებას იწყებს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების მექანიზმი. სამინისტრო, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, კონკურსის წესით დააფინანსებს საქართველოს მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ პროექტებს და განახორციელებს მონიტორინგს მათ შესრულებაზე.
საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ მიზანია ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, სახალხო დიპლომატიის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის, სამშობლოში დაბრუნებისა და თანამემამულეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა. პროგრამა საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 500.000 ლარის დაფინანსების გამოყოფაა გათვალისწინებული.
საქართველოს მოქალაქეებს 2019 წლის 14 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით, პროგრამის მიზნების შესაბამისად, პროექტების წარდგენა ელექტრონულად შეეძლებათ შემდეგ მისამართზე:
diaspora@mfa.gov.ge
;
საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების (ქართულ ენაზე, ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის) მიღება მითითებული ვადების გათვალისწინებით ხდება მხოლოდ ელექტრონულად.
შედეგად, საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს გადაეცემა არაუმეტეს 30000 ლარი.
განმცხადებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტებია:
-დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება (იხ. დანართი N2);
-საგრანტო წინადადება;
-ფოტოსურათი;
-CV ქართულ ენაზე;
-ID ბარათი, საქართველოს პასპორტი ან/და სამგზავრო დოკუმენტი;
(საზღვარგარეთ ყოფნის შემთხვევაში, საზღვარგარეთ ლეგალურად ყოფნის
დამადასტურებელი დოკუმენტი (სასწავლო ვიზა, ცხოვრების ნებართვა, ცნობა მუშაობის უფლების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
-უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
-ორი სარეკომენდაციო წერილი;
-სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
საგრანტო წინადადება უნდა მოიცავდეს:
-ინფორმაციას თუ როგორ, რა მეთოდებითა და საშუალებით უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/ მომსახურების შესრულებას;
-გრანტის ოდენობას, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურების შესრულებას;
-დეტალურად გაწერილ პროექტის ბიუჯეტს;
-შესრულების ვადას;
-მოსალოდნელ შედეგს.
საქართველოს მთავრობის ამოცანაა ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მაქსიმალურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენაში, რაც სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება გახლავთ. წარმოდგენილი ინიციატივა დიასპორას შესაძლებლობას აძლევს უკეთ მოახდინოს საკუთარი იდეების რეალიზება.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის წესის შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს საინფორმაციო არხებზე.
დანართი N1 - საგრანტო პროგრამა "დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა";
დანართი N2 - საგრანტო განაცხადის ფორმა.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი