საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დელეგაცია ფიჯის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერს შეხვდა

ფიჯის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი ხელმძღვანელობდა, შეხვედრა გამართა ფიჯის რეპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან, რატუ ეპელი ნაილატიკაუსთან. განხილულ იქნა თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები, როგორც საკუთრივ საპარლამეტო, ასევე, ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე.

შეხვედრის შემდგომ, ხელი მოეწერა საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციასა და ფიჯის რესპუბლიკის პარლამენტის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას.  

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ასევე, სამუშაო სადილის ფორმატში შეხვედრა გამართა ფიჯის სავაჭრო და ბიზნეს პალატების წარმომადგენლებთან  და ფიჯელ სტუდენტებთან, რომლებმაც ახლახანს დაამთავრეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ემზადებიან ფიჯიში სამედიცინო პრაქტიკის დასაწყებად.