საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის ბიოგრაფია
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაცია
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
ტრეფიკინგი
e-Visa
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა
მისამართი და მიღების საათები
ორმხრივი ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და ტუვალუს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სოლომონის კუნძულებს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი
7
.03.2019
სუვა, ფიჯი -
საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ორდინალური, სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. საქართველოს მხრიდან შეთანხმებებს ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ხოლო ფიჯის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა ინია სერუირატუმ.
საქართველოს მოქალაქეებს ფიჯის ტერიტორიაზე ისევე როგორც ფიჯის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე შეუძლიათ შესვლა და ყოფნა არაუმეტეს 90 დღის ვადით 180 დღიან პერიოდში.
7 მარტს, საქართველოს და ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი.
საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ფიჯის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი ინია სერუირატუ.
შეხვედრაზე
მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ფიჯის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების მნიშნელოვანი საკითხები, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და შემდგომი განვითრების პერსპექტივები, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით. დაფიქსირდა ორმხრივი მზადყოფნა ხელი შეეწყოს ფიჯის რესპუბლიკაში და ზოგადად ოკეანეთის რეგიონში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ქვეყნის პოპულარიზაციას. შესაბამისად, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ სექტორული სამინისტროების წარმომადგენელთა ვიზიტების ურთიერთგაცვლას, ასევე კერძო სექტორისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შორის კონტაქტების დამყარებას პრაქტიკული თანამშრომლობის დაწყების მიზნით.
განხილულ იქნა მრავალმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები, საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერებზე ყურადღების გამახვილებით. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონებში არსებული ვითარება და გამოწვევები. ფიჯის მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განხორციელებული უკანონო ქმედებების ასევე საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შესახებ. მოხდა აზრთა გაზიარება კავკასიის და ოკეანეთის რეგიონებში, აგრეთვე საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით. ბატონმა ინია სერუირატუმ, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ფიჯის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი