საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის სამუშაო ვიზიტი ახალ ზელანდიაში

2018 წლის 3-6 დეკემბერს საქართველოს ელჩი, გიორგი დოლიძე სამუშაო ვიზიტით ეწვია ახალ ზელანდიას. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა ადგილობრივ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში, მათ შორის: ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს ევროპის განყოფილების დირექტორთან, რობ ტეილორთან და ახალი ზელანდიის პარლამენტში ევროპასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თანა-თავმჯდომარეებთან,  ენ ტოლისთან (წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მოადგილე) და მარია ლუბეკთან.

შეხვედრებზე ფართოდ იქნა განხილული საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებებში. სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების განვითარებაზე. დაისახა მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმები.

ქ. ველინგტონში ვიზიტისას, ელჩი, ასევე, შეხვდა ახალ ზელანდიაში აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და თურქეთის ელჩებს.