2018 წლის 1 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ, ქ. მელბურნში საქართველოს საპატიო საკონსულოში, შეხვედრა გამართა ადგილობრივ ბიზნეს, სავაჭრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, ასევე ქ. მელბურნში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებთან. ღონისძიება ქ. მელბურნში (ვიქტორიას შტატი) საქართველოს საპატიო კონსულის, პიტერ მაკმალენის ორგანიზებით გაიმართა.
ელჩმა, შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკურ, სავაჭრო და ტურისტულ პოტენციალზე პრეზენტაცია წარუდგინა და ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნო, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს უახლეს პოზიციებზე ყურადღების გამახვილებით.