საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის ბიოგრაფია
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაცია
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
ტრეფიკინგი
e-Visa
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა
მისამართი და მიღების საათები
ორმხრივი ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და ტუვალუს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სოლომონის კუნძულებს შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის
ურთიერთობები საქართველოსა და სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველოში ვიზიტით მყოფმა მაღალი რანგის სტუმრებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტუმრებთან ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც იძულებით გადაადგილებული პირები, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა დგას. დავით ზალკალიანმა საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
ადგილზე არსებული ვითარება სტუმრებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მონახულების შემდეგ, მინისტრებმა და ვიცე პრემირმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს და საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს.
“მინდა მადლობა გადავუხადო ევროპელ კოლეგებს მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. ეს არის არა მარტო სოლიდარობის გამოხატვა, არამედ არის მათი პოზიციის ძალიან მკაფიო დაფიქსირება. თავად ის ფაქტი რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და საქართველოში ჩამოსული მაღალი დონის დელეგაციები მოგვყავს ოკუპაციის ადგილას, არის იმის გამოხატულება, რომ მათ თვალნათლივ ნახონ, თუ რა შედეგები მოჰყვა ოკუპაციას, თუ როგორ არის გახლეჩილი საზოგადოება ორად, როგორ არ ეძლევათ ადამიანებს წვდომა საკუთარ სასოფლო სამეურნეო მიწების დამუშავებაზე, როგრო ვერ ხერხდება, რომ მათ მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე, როგორ ექმენბათ პრობლემები თავისუფალი გადაადგილების კუთხით, ეს არის მძიმე შედეგი ოკუპაციისა, რომელიც 10 წლის წინ დადგა და თანამედროვე სამყარო და საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ძალიან მკაფიო და მიიღოს შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ დაიწყოს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
ლატვიის (ედგარს რინკევიჩსი), ლიეტუვის (ლინას ანტანას ლინკევიჩიუსი), პოლონეთის (იაცეკ ჩაპუტოვიჩი) საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის (პავლო როზენკო) ვიცე-პრემიერ მინისტრი თბილისს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ნაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში - „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“. ასევე, პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. აგრეთვე შეხვედრები გამართეს საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი