მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი 2016 წლიდან ახორციელებს ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამას უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეთათვის.
დაინტერესების შემთხვევაში, ქართული ენის შესწავლის მსურველ მოსწავლეებს (მათ შორის მშობლებს, ან მეურვეებს) შეუძლიათ დარეგისტრირდნენ დისტანციური სკოლის შემდეგ ვებ-გვერდზე: http://distancelearning.mes.gov.ge/ge
ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამაში მონაწილეობა სრულიად უფასოა.
პროგრამაში უკვე ჩართულია 5-დან 15 წლამდე ასაკის 255 მოსწავლე 36 ქვეყნიდან. მათ, დისტანციურ რეჟიმში, ქართულ ენას ასწავლის 32 პედაგოგი.