საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2010 წლის 29 მარტს დამყარდა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრალიის თანამეგობრობაში ვლადიმერ კონსტანტინიდი ასევე აკრედიტებულია ფიჯის რესპუბლიკაში 2013 წლის ივნისიდან (რეზიდენციით ქ. კანბერაში).
ფიჯის რესპუბლიკის საგანგებო სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში პესელი ვუნივაქა ვოსეა აკრედიტებული იყო საქართველოში 2014 წლის ივნისამდე (რეზიდენციით ქ. ბრიუსელში).
ვიზიტები:
ფიჯიდან საქართველოში:
2012 წლის სექტემბერი - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი ინოკე კუბუაბოლა.
საქართველოდან ფიჯიში:
2010 წლის 25 ნოემბერი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი (ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდის ფარგლებში);
2011 წლის 3-4 ოქტომბერი - საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.
ბმული:
ფიჯის მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდი
www.fiji.gov.fj