საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2013 წლის 30 ივნისს არიზონას შტატში, აშშ მომხდარი ტრაგედიის გამო, რომლის დროსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 19 მეხანძრე დაიღუპა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს და თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.