საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრალიას შორის დამყარდა 1992 წლის 16 ივლისს.

 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ავსტრალიის თანამეგობრობაში:

ვლადიმერ კონსტანტინიდი (2012 წლის 1 თებერვლიდან დღემდე, რეზიდენციით ქ. კანბერაში).

 

ავსტრალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

რუთ ლორეინ პიარსი (1998, რეზიდენციით ქ. მოსკოვში);

ლესლი ადრიან როვე (2002, რეზიდენციით ქ. მოსკოვში);

რობერტ ჯეიმს ტაისონი (2005, რეზიდენციით ქ. მოსკოვში);

პიტერ დოილი (2008 წლის  წლის 22 დეკემბრიდან 2011 წლის 2 მარტამდე, რეზიდენციით ქ. ანკარაში);

იან ბიგზი (2011 წლის 2 მარტიდან 2014 წლის იანვრამდე, რეზიდენციით ქ. ანკარაში);

ჯეიმს მარტინ ლარსენი (2014 წლის 14 თებერვლიდან, რეზიდენციით ქ. ანკარაში).

 

ვიზიტები:

საქართველოდან ავსტრალიაში:

2010 წლის 16 ნოემბერი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ბატონი ალექსანდრე ნალბანდოვის ვიზიტი, საქართველოსა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდის ფარგლებში;

2011 წლის 1–4 სექტემბერი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ დავით ბაქრაძის სამუშაო ვიზიტი;

2011 წლის 5–6 ოქტომბერი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონ გრიგოლ ვაშაძის სამუშაო ვიზიტი.

 

ავსტრალიიდან საქართველოში:

2012 წლის 26 ივნისი - აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთსა და კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის რასელ ტრუდის ვიზიტი.

 

ეკონომიკური თანამშრომლობა:

ვაჭრობა (ათასი აშშ დოლარი):

წელი

ექსპორტი

იმპორტი

2010

992,7

31 391,8

2011

1 170,7

13 243,8

2012

600,0

21 100,0

2013

500,0

26 800,0

2014 1 052,0  972,0

 

ორმხრივი პოლიტიკური კონსლტაციები:

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა 2010 წლის 16 ნოემბერს ქ. კანბერაში, ავსტრალია1 052,0

;

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა 2013 წლის 7 ოქტომბერს ქ. თბილისში, საქართველო.

 

 

ბმულები:

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

http://www.foreignminister.gov.au/index.html

 

ავსტრალიის პრემიერ–მინისტრის ოფისი:

http://www.pm.gov.au/

 

ავსტრალიის პარლამენტი:

http://www.aph.gov.au/

 

ავსტრალიის საელჩო თურქეთში (ქ. ანკარა)

http://turkey.embassy.gov.au/anka/home.html