საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2014 წლის 10 აგვისტოს თეირანში, ირანის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ირანის მთავრობას, ირანელ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს.
პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი,
2014 წლის 11 აგვისტო