2014 წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოში ამოქმედებული სავიზო რეგულაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე: www.geoconsul.gov.ge
აღნიშნული პერიოდიდან, სავიზო განაცხადები მიიღება მხოლოდ ამ ვებ-გვერდზე ელექტრონულად შევსებული ფორმით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ!
განაცხადის მიღება/დამუშავება და ვიზის გაცემა ხდება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით. საქართველოს მოკლევადიანი ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი სავიზო განაცხადისა და საჭირო სხვა დოკუმენტაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე, ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარულ დღემდე;
საქართველოს გრძელვადიანი ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი სავიზო განაცხადისა და საჭირო სხვა დოკუმენტაციის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
საქართველოს ვიზის მისაღებად გადახდილი მოსაკრებელი უკან არ ბრუნდება.
მოკლევადიანი მიზნით, საქართველოში შესასვლელად ვიზა არ ესაჭიროებათ ავსტრალიის თანამეგობრობის და ახალი ზელანდიის მოქალაქეებს.
გრძელვადიანი მიზნით მიმავალ უცხოელს, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, საქართველოში შესასვლელად ესაჭიროება ვიზა.
ვიზის კატეგორია
|
დიპლომატიური
|
A
|
A1 - სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო, მეგობრული ან არაოფიციალური ვიზიტით საქართველოში მომავალ სხვა სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების პირველ პირებზე, უმაღლესი და მაღალი დონის დელეგაციების წევრებზე და მათ თანმხლებ ოჯახის წევრებზე;
A2 - საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების თანამშრომლებზე, საკონსულო დაწესებულებათა საკონსულო თანამდებობის პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე; საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც საქართველომ მიანიჭა დიპლომატიური სტატუსი, და მათი ოჯახის წევრებზე;
A3 - დიპლომატიურ კურიერებზე, სპეციალური დიპლომატიური მისიით საქართველოში მომავალ პირებზე;
A4 - საქართველოს საპატიო კონსულებზე, თუ ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან;
A5 - საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ, სამსახურებრივი/ოფიციალური ან ორდინალური პასპორტის მფლობელ პირებზე.
|
სპეციალური
|
B
|
B1 - სხვა სახელმწიფოს დელეგაციის წევრებზე, მათ თანმხლებ ოჯახის წევრებსა და მათ თანმხლებ სხვა პირებზე;
B2 - სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებზე, საკონსულო დაწესებულების საკონსულო მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებსა და კერძო შინამუშაკებზე; საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებზე და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებზე;
B3 - საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო კონტინგენტის წევრებზე;
B4 - საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ, სამსახურებრივი/ოფიციალური ან ორდინალური პასპორტის მფლობელ პირებზე;
|
ორდინარული
|
C
|
C1 - ტურისტული მიზნით საქართველოში მომავალ პირებზე;
C2 - ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად საქართველოში მომავალ პირებზე, თავისუფალი პროფესიის ადამიანებზე;
C3 - საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართავად საქართველოში მომავალ პირებზე, სამეცნიერო სემინარის, კონფერენციის, სხვა სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური, კულტურული ან სპორტული ღონისძიების მონაწილეებზე, ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს ნავსადგურში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრებზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის გემის ეკიპაჟის წევრთა უვიზო მიმოსვლა;
C4 - სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობის არსებობისას ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს მოქალაქის მეურვეზე ან მზრუნველზე, საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე, სამკურნალოდ, ნათესავებისა და ახლობლების საფლავების მოსანახულებლად, წმინდა ადგილების მოსალოცავად და რელიგიური კონტაქტების დასამყარებლად, მეცნიერული, სპორტული, კულტურული ან საგანმანათლებლო მისიით საქართველოში მომავალ პირებზე;
|
საიმიგრაციო
|
D
|
D1 - შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, კომპანიებისა და ფირმების წარმომადგენლებსა და კონსულტანტებზე, რომლებიც საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაკებზე, რომლებიც საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან, უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში სამუშაოდ, გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე შემოდიან;
D2 - „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე;
D3 - საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად მომავალ პირებზე;
D4 - ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოში მომავალ პირებზე.
|
ტრანზიტული
|
T
|
მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის (5 დღე) შემთხვევაში.
|