ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩი ავსტრალიის პარლამენტში ავსტრალია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა

25 ოქტომბერს საქართველოს ელჩი, გიორგი დოლიძე ავსტრალიის პარლამენტში ავსტრალია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, ნაციონალური პარტიიდან წარმომადგენელთა პალატის წევრს, დეივიდ ლითლფრაუდს შეხვდა.

შეხვედრაზე ფართოდ იქნა განხილული საქართველოსა და ავსტრალიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულ იქნა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების განვითარებაზე. დაისახა მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმები. დეივიდ ლითლფრაუდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრალიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.      

 
 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი დოლიძე

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ