ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა

8.09.2016 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ორმხრივი შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ალიანსი მზად არის გააძლიეროს ჩართულობა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების შემდგომი განვითარებისთვის. 


ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძესა და ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შორის.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა. საუბარი შეეხო ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების გზებს, აღინიშნა, რომ ალიანსი მზად არის გააძლიეროს ჩართულობა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების შემდგომი განვითარებისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში მისი პირადი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას.

ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდგომ მიხეილ ჯანელიძემ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

სადილის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებზე. დეტალურად იქნა განხილული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და მასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრი და საქართველოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები.

საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკისადმი ურყევი მხარდაჭერა. საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა ქართული მხარის მზადყოფნა კიდევ უფრო ეფექტურად ჩაერთოს შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე ალიანსში მიმდინარე სტრატეგიულ დიალოგში. აღინიშნა, რომ საქართველო არის ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის განუყოფელი ნაწილი და საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საერთო ევროპული უსაფრთხოებისთვის.

 
 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი დოლიძე

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ