ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით

11.09.2016 თბილისი - დღეს, 2016 წლის 11 სექტემბერს, გავიდა 15 წელი ტრაგედიიდან, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა. 2001 წლის 11 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ განხორციელდა ტერორისტული თავდასხმა, რომელმაც 3,000-მდე უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას.

ამ ტრაგიკული მოვლენის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების მიერ განხორციელებული ქმედითი ზომების მიუხედავად, სამწუხაროდ, ტერორიზმი დღესაც უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება.    საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას, ხაზს უსვამს მასთან ეფექტიანი ბრძოლისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას, და კვლავაც განაგრძობს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

 
 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი დოლიძე

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ