ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
განთავსების თარიღი: 21.11.2017

2017 წლის 21 ნოემბერს საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ახალი ზელანდიის გენერალ-გუბერნატორს, მის აღმატებულება ქალბატონ პატსი რედის. ცერემონია ველინგტონში, მთავრობის სახლში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ახალი ზელანდიის სოფლის მეურნეობის მინისტრი, დამიენ ო’კონორი, ასევე, საგარეო და ვაჭრობის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლები, ელჩის მეუღლე და  საქართველოს საელჩოს მრჩეველი. 

 
განთავსების თარიღი: 07.11.2017

4.11.2017 ნიუ-იორკი - გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმის მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეებად გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე და არაბთა გაერთიანებული საემიროების მუდმივი წარმომადგენელი ლანა ზაკი ნუსეიბი წარადგინეს.

 
განთავსების თარიღი: 07.11.2017

ეს თარიღი დიდი ქართველი დიპლომატის, საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება. სულხან-საბა ორბელიანის მოღვაწეობა, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვა მაგალითები, მიუთითებს ქართული დიპლომატიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და გამოცდილებაზე. საქართველოს თანამედროვე დიპლომატია სწორედ ამ მემკვიდრეობას ეფუძნება, რომელმაც, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწია ქართველი ხალხის ისტორიული მიზნების მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების განსამტკიცებლად და ევროპული მომავლის გასამყარებლად.

 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი დოლიძე

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ