ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
განთავსების თარიღი: 29.09.2017

29 სექტემბერს საქართველოს ელჩი, გიორგი დოლიძე ავსტრალიის თანამეგობრობის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, მის აღმატებულება ტონი სმიტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების მიმართულებები განიხილეს. ელჩმა მადლობა გადაუხადა ტონი სმიტს ავსტრალიის მიერ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრალიის განგრძობითი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

 
განთავსების თარიღი: 14.09.2017

13 სექტემბერს საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ავსტრალიის თანამეგობრობის გენერალ-გუბერნატორს, მის აღმატებულება პიტერ ქოსგროუს. ცერემონია მთავრობის სახლში გაიმართა და მას ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლები, აგრეთვე, ელჩის მეუღლე და საქართველოს საელჩოს დიპლომატები დაესწრნენ.

 

სიგელების გადაცემის შემდეგ გენერალ-გუბერნატორსა და ელჩს შორის ხანმოკლე შეხვედრა შედგა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა საქართველოსა და ავსტრალიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გენერალ-გუბერნატორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრალიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. 

 

 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი დოლიძე

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ