ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მონობის თანამედროვე ფორმა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრია მსოფლიოში. ის ეფუძნება ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, მუქარის და ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლის განხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას და ორგანოთა ვაჭრობას.

ხსენებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის, მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და ეფექტური გამოძიების მიზნით საქართველოში წლების მანძილზე დინამიურად ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები. შექმნილია ადამიანის ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (http://www.atipfund.gov.ge), რომელიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა თავშესაფრითა და შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით. სახელმწიფო ფონდს გააჩნია ცხელი ხაზი (+995 32) 2 100 229.

ამასთან, გთხოვთ, გაეცნოთ იმ რჩევებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვასთან:

რჩევები საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის:

თუ თქვენ აპირებთ წასვლას საზღვარგარეთ, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. დაიცავით უსაფრთხოების ზომები და გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა არ გახდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი.

ბრმად ნუ ენდობით დაპირებებს უცხოეთში სწავლასთან, მუშაობასთან და დასვენებასთან დაკავშირებით. ნუ ენდობით პირებს, რომელიც გპირდებიან ვიზით უზრუნველყოფას საკონსულოში თქვენი პირადად გამოცხადების გარეშე.

გახსოვდეთ, რომ უცხოეთში არალეგალური გზით გამგზავრება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული.

ნუ გადასცემთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას.

წინასწარ გადაამოწმეთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია. მოითხოვეთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები.

თუ თქვენ გაქვთ საზღვარგარეთ სამუშაო მიზნით გამგზავრება/ ყოფნა, გახსოვდეთ, რომ თქვენი კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვას მხოლოდ შრომითი კონტრაქტის საფუძველზე შეძლებთ. არ დათანხმდეთ შრომით ურთიერთობაში შესვლის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე.

გახსოვდეთ!

დანიშნულების სახელმწიფოში ჩასვლისთანავე დაუყონებლივ აცნობებთ საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ და დადექით საკონსულო აღრიცხვაზე.

თუ თქვენ ტრეფიკინგის მსხვერპლი ხართ და საჭიროებთ დახმარებას:

თუ თქვენ ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი გახდით მიმართეთ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებებს, რომელიც დაიცავს თქვენს უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, სიცოცხლეს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო დაბრუნებას სამშობლოში.

თუ თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, სადაც არ არის საქართველოს საელჩო ან საკონსულო დაწესებულება, თქვენ უნდა მიმართოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ან დაგვიკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერზე.

ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარებული პირი სარგებლობს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობით, სარგებლობს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა სახის დახმარებით.

დამატებით, მოგაწვდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული ცხელი ხაზის ტელეფონების კოორდინატებს და იმ შემთხვევაში თუ თქვენი უფლებები და ინტერესები იქნება შელახული, გთხოვთ, დაუყოვნელივ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:

(+ 995 32) 294 50 50 - სამუშაო საათებში - 09:30 დან- 18:30 სთ-მდე;

(+ 995) 577 98 40 20 - გადაუდებელ და ფორს-მაჟორულ შემთხვევებში - 24 საათის განმავლობაში;

ელ-ფოსტა: consulinfo@mfa.gov.ge

 

დამატებითი ინფორმაცია:

სამოქმედო გეგმა - სამოქმედო გეგმა http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=42

ეროვნული რეფერალური მექანიზმი - http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=38

საერთაშორისო თანამშრომლობა http://pog.gov.ge/geo/international?info_id=14

 

ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე საქართველოს კომპეტენტური ორგანოები:

საქართველოს საგარეო   საქმეთა   სამინისტრო  - ტრეფიკინგის   წინააღმდეგ  ბრძოლა   - http://mfa.gov.ge/MainNav/ConsularInformation/Trafficking.aspx;

საქართველოს  იუსტიციის  სამინისტრო  -  ადამიანით  ვაჭრობის  (ტრეფიკინგის)  წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო - http://www.justice.gov.ge/Ministry/Department/309;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - ადამიანით ვაჭრობა http://police.ge/ge/projects/adamianit-vachroba;

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი - http://www.atipfund.gov.ge/index.php/ka/news

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო  http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=44;

სახელმწიფო ფონდი http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=43;

 

ავსტრალიის თანამეგობრობისა და ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ დაწესებულებებს:

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში, რომელიც ასევე აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, ფიჯის რესპუბლიკაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, სოლომონის კუნძულებზე, ვანუატუს რესპუბლიკასა და ტუვალუში. მისამართი: კარელა ვისტას ქუჩა N 28, ომალი, კანბერა 2606; ტელ.: (+61 02) 6162 0126; ელ-ფოსტა: canberra.emb@mfa.gov.ge

ავსტრალიის თანამეგობრობაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ოფისი (ასევე პასუხიმსგებელია ახალ ზელანდიაზე). მისამართი: P.O. Box 1009 Civic Square Canberra ACT 2608; ტელ.: (+61 02) 6267 6600; ელ-ფოსტა: mrfcanberra@iom.int

ავსტრალიის ფედერალური პოლიცია: 131 AFP (131 237)

ახალი ზელანდიის პოლიცია - http://www.police.govt.nz/contact-us;

ფიჯი: პოლიცია - http://www.police.gov.fj/;  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონული ოფისი ტაილანდში: International Organization for Migration (IOM), Regional Office for Asia and the Pacific: 18th Floor Rajanakarn Building, 183 South Sathorn Road Satorn District, Bangkok 10120, Thailand; ტელ.: +66 2 343 93 00; ფაქსი: + 66 2 343 93 99, 286 18 18; ელ-ფოსტა: ROBangkok@iom.int

სამოა: პოლიცია - http://www.police.gov.ws/index_contactus.html; მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონული ოფისი ტაილანდში: International Organization for Migration (IOM), Regional Office for Asia and the Pacific: 18th Floor Rajanakarn Building, 183 South Sathorn Road Satorn District, Bangkok 10120, Thailand; ტელ.: +66 2 343 93 00; ფაქსი: + 66 2 343 93 99, 286 18 18; ელ-ფოსტა: ROBangkok@iom.int

 

 
 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი დოლიძე

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ