საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ავსტრალიაში საქართველოს ელჩმა, გარდაცვლილი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის ვიქტორ სანეევის ოჯახს საქართველოს პრემიერი-მინისტრის სახელით მიუსამძიმრა

2022 წლის 13 იანვარს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი დოლიძე დაესწრო მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ვიქტორ სანეევის დაკრძალვის ცერემონიას ქ. სიდნეიში.  ელჩმა გარდაცვლილის ოჯახს გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილი და საქართველოს მთავრობის სახელით, გვირგვინით შეამკო გარდაცვლილის საფლავი. 

აღსანიშნავია, რომ ვიქტორ სანეევმა თავისი კარიერის მანძილზე ორჯერ შეძლო სამხტომში მსოფლიო რეკორდის დამყარება. 1968, 1972 და 1976 წლებში იგი იყო ოლიმპიური თამაშების ოქროს, ხოლო 1980 წელს ვერცხლის მედლის მფლობელი. 1992 წლიდან იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ავსტრალიაში.