საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, აგრძელებს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების დახმარებას, მათ შორის მათთვის ონლაინ სამედიცინო და ფსიქოლოგიური კონსულტაციების უზრუნველყოფას

ამ მიზნით 2020 წლის 4 მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ “Facebook“ გვერდზე თბილისიდან განხორციელდება ფსიქოლოგის, პროფესორ თეა გოგოტიშვილის პირდაპირი ჩართვა, რომელიც 1 საათის განმავლობაში ისაუბრებს მენტალური ჯანმრთელობის სტაბილურობისა და სტრესთან გამკლავების საკითხებზე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების პირობებში და უპასუხებს საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს.

თეა გოგოტიშვილი  არის ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ევროპაში - EAGT აკრედიტებული,  EAP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი; საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი; საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის სასწავლო სტანდარტების და პროფესიოული კომპეტენციებისკომიტეტის თავჯდომარე; ევროპის გეშტალტ ინსტიტუტის EGI (ვარშავა, პოლონეთი) ტრენერი, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი; დიმიტრი უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაცო ცენტრის ხელმძღვანელი; სამეცნიერო ფსიქოლოგიის საერთაშორისო გერთიანებაში - IUPsyS საქართველოს წარმომადგენელი. 
მუშაობს ფსიქო-კონსულტირებასა და ფსიქოთერაპიაში, პირისპირ და ონლაინ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებთან; ატარებს ლექციებს, ტრენინგებს, ვორქშოფებს, სემინარებს საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. მუშაობს ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე.

უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს კითხვების გამოგზავნა შეუძლიათ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]