საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ავსტრალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ტემპის შენელების მიზნით, ავსტრალიის ფედერალური მთავრობის მიერ კიდევ უფრო გამკაცრებულ იქნა სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებული რეგულაციები.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ახალ რეგულაციებს და  გაითვალისწინოთ შესაბამისი უწყებების რეკომენდაციები. წესების დარღვევის შემთხვევაში, შტატებისა და ტერიტორიების მიერ დაწესებულია მაღალი ფულადი ჯარიმები!

-       დაუშვებელია 2-ზე მეტი პირის თავშეყრა როგორც დახურულ, ასევე, ღია სივრცეში. სოციალური დისტანცირების ეს რეგულაცია არ ვრცელდება ოჯახის წევრებსა და სამუშაო ადგილებზე;

-       ავსტრალიის მთავრობის მკაცრი რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეებმა, საკუთარი სახლები მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში დატოვონ;

-       სახლის დატოვება რეკომენდირებულია მხოლოდ:  სურსათისა და მედიკამენტების შესაძენად, სავარჯიშოდ (2 ადამიანზე გათვლილი სოციალური დისტანცირების წესის დაცვით); სამუშაო და სასწავლო მიზნებისთვის - იმ შემთხვევაში, თუ ამის გაკეთება დისტანციურად შეუძლებელია.

-       70 წელს გადაცილებული პირების სახლიდან გასვლა არ არის რეკომენდირებული.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე, იხილეთ

https://www.australia.gov.au/

ავსტრალიის მთავრობის რეკომენდაციებსა და ახალ რეგულაციებს შეგიძლიათ თვალყური ადვენოთ ‘Coronavirus Australia’  აპლიკაციის მეშვეობითაც.

 საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +61 416 861 219